რა ვიცით პარლამენტის შესახებ?

რა ვიცით პარლამენტის შესახებ?

7 May 2021

წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები მოიცავს მოსწავლის სახელმძღვანელოს და მეთოდურ რეკომენდაციებს პედაგოგებისთვის, რომლის მიზანია მოსწავლეებისთვის წარმოდგენის შექმნა საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესახებ.

მოსწავლის სახელმძღვანელოში განხილულია ისეთ საკითხებს, როგორებიც არის საქართველოს პარლამენტის მუშაობა, პარლამენტის წევრები და მათი არჩევის წესი, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ზედამხედველობა კანონების აღსრულებაზე და პარლამენტის ურთიერთობა მოსახლეობასთან.

მეთოდური რეკომენდაციები პედაგოგებისთვის მოიცავს აქტივობებს მასალის ასათვისებლად და გაკვეთილების ჩატარების თანმიმდევრობას. მასში ახსნილია თითოეული საკითხის და აქტივობის მიზანი და მოცემულია ზოგადი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.

მასალა განკუთვნილია V-VII კლასების მოსწავლეებისთვის.

სახელმძღვანელო მომზადებულია საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.