საჯარო მოხელეთა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და უმაღლეს საჯარო მოხელეთა როლი. 2020

საჯარო მოხელეთა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და უმაღლეს საჯარო მოხელეთა როლი. 2020

30 November 2020

წინამდებარე პუბლიკაციაში მოცემულია უმაღლესი საჯარო მოხელის სისტემის დეტალური ანალიზი. დოკუმენტი არაერთი ქვეყნის გამოცდილების შესწავლას და შესაბამისი ექსპერტების მოსაზრებებს ეყრდნობა.

კვლევის თანახმად, ამ მექანიზმის ეფექტური დანერგვით ერთმანეთისაგან უფრო მკაფიოდ იმიჯნება პოლიტიკა და საჯარო ადმინისტრირება, შედეგად კი, იქმნება სათანადო პირობები საჯარო სამსახურის გამართული და დამოუკიდებელი ფუნქციონირებისათვის. ანალიზმა გამოვლინა ის კონკრეტული გზები, მექანიზმები და სტანდარტები, რომელთა მეშვეობით უმაღლესი საჯარო მოხელის სისტემა თავისუფლდება პირდაპირი და არაპირდაპირი პოლიტიკური ზეგავლენისგან.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • უმაღლესი საჯარო მოხელის ინსტიტუტის დამკვიდრების უმთავრესი ფაქტორია ხელისუფლების მზაობა და პოლიტიკური ნება.
  • უმაღლესი საჯარო მოხელის ინსტიტუტის დანერგვისას გასათვალისწინებელია: ქვეყნის ისტორიული გამოცდილება და კონტექსტი, დამკვიდრებული პრაქტიკა, მკაფიო მიზნის დასახვის აუცილებლობა, მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები და სისტემის პოლიტიზირების რისკი.
  • კვლევის რესპონდენტთა უმრავლესობა დადებითად აფასებს უმაღლესი საჯარო მოხელის სისტემას და ემხრობა მის დანერგვას მომავალში.
  • ამავე დროს, გამოკითხულთა უმრავლესობა, საქართველოში სისტემის დანერგვის წინაპირობად მიიჩნევს საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
  • საქართველოში უმაღლესი საჯარო მოხელის ინსტიტუტის მომავალში დამკვიდრებისთვის აუცილებელია მისი დანერგვის შედეგებისა და ეფექტიანი ფუნქციონირების ყველა დეტალის სიღრმისეული შესწავლა და რეფორმის მასშტაბის განსაზღვრა, ყველა დაინეტერესებული მხარის ჩართულობით.

კვლევა მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით.