საქართველოს საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულება საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ. კვლევა. 2019
საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების აზრი საჯარო სამსახურზე
საზოგადოების აზრი სახელმწიფო სერვისებზე
საზოგადოების კმაყოფილება სახელმწიფო სერვისებით
საჯარო მოხელეები პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის შესახებ
საჯარო მოხელეები რეფორმების შესახებ
საზოგადოების ინფორმირებულობა რეფორმების შესახებ
საჯარო მოხელეები მენეჯმენტის შესახებ
საჯარო მოხელეები შეფასების სისტემის შესახებ
საჯარო მოხელეები მოტივაციისა და აღიარების შესახებ
საჯარო მოხელეები პროფესიული განვითარების შესახებ

საქართველოს საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულება საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ. 2019

28 ნოე. 2019

წინამდებარე კვლევაში შესწავლილია საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულება საჯარო სამსახურის, სახელმწიფო სერვისებისა და მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2,400 საქართველოს მოქალაქე, 571 საჯარო მოხელე, ჩატარდა ფოკუსური ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები. შედეგები შედარებულია ანალოგიური კვლევის მიგნებებთან, რომელიც 2016 წელს ჩატარდა.

კვლევა მომზადდა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის "ეი-სი-თი" მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა ((UNDP) და ბრიტანეთის საელჩოს ხელშეწყობით.

ძირითადი მიგნებები:

  • საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის მიმართ კვლავ მაღალია, 67%, თუმცა 2016 წელთან  შედარებით აქ 4%-იანი კლება შეინიშნება.
  • საჯარო მოხელეთა 80% ამაყობს თავისი საქმიანობით და ეს მონაცემი 2016 წლის შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა.
  • საჯარო მოხელეები დადებითად აფასებენ საჯარო მმართველობის ინსტიტუციურ რეფორმებს, მათ შორის მოხელეთა შეფასების სისტემის დანერგვას.
  • კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე შემცირდა საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის მიმართ. მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჯარო სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ შემცირდა 74%-დან 2016 წელს 58%-მდე 2019 წელს.
  • გამოკითხულ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პოლიტიკური დაკვეთითაა განპირობებული გაიზარდა 34%-დან 2016 წელს 56%-მდე 2019 წელს.
  • 2016 წელთან შედარებით იკლო იმ საჯარო მოხელეთა რაოდენობამ, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოებრივ ინტერესს  ემსახურება - 67% 2016 წელს, 59% 2019 წელს.
  • გამოკითხულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჯარო სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ, შემცირდა 50%-დან 41%-მდე.
  • საქართველოს მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს სახელმწიფო მმართველობის რეფორმაზე და ღია მმართველობაზე (შესაბამისად, 38% და 22%), თუმცა მოქალაქეები დადებითად აფასებენ სახელმწიფო სერვისების ხარისხს, განსაკუთრებით ცენტრალური მთავრობის მიერ მიწოდებული სერვისების შემთხვევაში.
  • გამოკითხულ მოქალაქეთა 49%-მა იცის, რომ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით შეუძლია შენიშვნები მიაწოდოს შესაბამის უწყებას, მაგრამ ამ შესაძლებლობით მხოლოდ 7%-ს უსარგებლია.
  • გამოკითხულ მოქალაქეთა 75%-ს აქვს ელექტრონული ID ბარათი, მაგრამ 84%-ს არასდროს გამოუყენებია ის ელექტრონული სერვისის მისაღებად.

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი