საქართველოს მოსახლეობისა და კერძო სექტორის დამოკიდებულება მედიაციისა და არბიტრაჟის მიმართ. 2019-2021

საქართველოს მოსახლეობისა და კერძო სექტორის დამოკიდებულება მედიაციისა და არბიტრაჟის მიმართ. 2019-2021

28 September 2020

წინამდებარე კვლევები შეისწავლის საქართველოს მოსახლეობისა და კერძო სექტორის ცნობიერებასა და დამოკიდებულებას დავების მოგვარების ალტერნატიული გზების, არბიტრაჟისა და მედიაციის მიმართ და მომხმარებელთა კმაყოფილების დონეს მიღებული სერვისებით.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიგნებები ეფუძნება 1,500 მოქალაქესთან პირისპირ ინტერვიუებისა და 1,255 კერძო კომპანიის წარმომადგენლებთან ონლაინ ინტერვიუების შედეგებს. კვლევა ჩატარდა 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით.  

სერვისებით კმაყოფილების კვლევა ჩატარდა 2020-2021 წლებში, ხოლო მისი შედეგები ეყრდნობა 220 მომხმარებლის სატელეფონო გამოკითხვას.

კვლევა განახორციელა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ISSA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით.  

ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნესის 80 პროცენტს არ სმენია მედიაციის შესახებ.
  • საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტს და ბიზნეს-კომპანიების 54 პროცენტს არ სმენია არბიტრაჟის შესახებ.
  • დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოქალაქეთა და ბიზნეს-კომპანიების ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ უპირატესობას მიანიჭებდა მედიაციასა და არბიტრაჟს სასამართლოსთან შედარებით.
  • მედიაციისა და არბიტრაჟის მომხმარებლები დადებითად აფასებენ, როგორც დავის მოგვარების პროცესს, ასევე მიღებულ მომსახურებას.
  • არბიტრაჟის მომხმარებელთა 90 პროცენტი და მედიაციის მომხმარებელთა 56 პროცესს დავების მოგვარების ალტერნატიულ მეთოდებს დადებითად აფასებს.
  • მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობებად სახელდება დაბალი საზღაური და დავის მოკლე ვადაში მოგვარების შესაძლებლობა.
  • მედიაციის ნაკლად განიხილება პროცესზე დახარჯული დრო, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები მორიგებას ვერ მიაღწევენ.
  • არბიტრაჟის ნაკლად სახელდება ის ფაქტი, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
  • 2020 წელს მედიაციისა (56 პროცენტი) და არბიტრაჟის (90 პროცენტი) მომხმარებლები საერთო ჯამში კმაყოფილები იყვნენ მიღებული მომსახურებითა და პროცესით.
  • 2021 წელს არბიტრაჟის მომხმარებელთა 92 პროცენტი და მედიაციის მოხმარებელთა 87 პროცენტი კმაყოფილი იყო მიღებული მომსახურებით.