2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიში

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიში

12 December 2017

საარჩევნო მედიამონიტორინგი მოიცავს ეროვნული და რეგიონული მედიის სამოცამდე სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ საშუალებას. ანგარიშებში  წარმოდგენილია რაოდენობივი და თვისებრივი მონაცემები არჩევნების გაშუქების შესახებ, მათ შორის კანდიდატების, საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო პროგრამების გაშუქების ინტენსივობა. მონიტორინგი ასევე აღრიცხავს მედია საშუალებების მიერ  სიძულვილის ენის გამოყენებას, მიკერძოებისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს.

საარჩევნო მედიამონიტორინგი განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მონიტორინგში ჩართული იყო სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს – საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI).