2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგი

30 სექ. 2021

ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული საარჩევნო მედიამონიტორინგი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო

2021 წლის საარჩევნო მედიამონიტორინგი 54 ეროვნულ და რეგიონულ მედია-საშუალებას მოიცავს, რომელთა შორისაა 14 ტელევიზია (5 ეროვნული, 9 რეგიონული), 12 რადიო (6 ეროვნული, 6 რეგიონული), 11 ბეჭდური გამოცემა (7 ეროვნული, 4 რეგიონული) და 17 ონლაინ გამოცემა (9 ეროვნული, 8 რეგიონული).

მედიამონიტორინგი სრული საარჩევნო ციკლის მანძილზე გაგრძელდება და არჩევნების შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე).

წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ძირითადი მიგნებები (5 ივლისი - 25 სექტემბერი 2021)

  • 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს შორის პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდა მძაფრი დაპირისპირება ქართულ მედიაში, რომელიც ყოველთვის შეიმჩნეოდა საარჩევნო გარემოში. ის მედია საშუალებებიც კი, რომლებიც შარშან საარჩევნო პროცესის შედარებით დაბალანსებულ გაშუქებას სთავაზობდნენ საზოგადოებას, წელს პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევიან.
  • წინასაარჩევნო პერიოდში (2021 წლის ივლისი-სექტემბერი), პოლარიზება განსაკუთრებით მძაფრი იყო ეროვნულ მედიაში, თუმცა ნაწილობრივ, რეგიონულ და ადგილობრივ მედიაზეც ვრცელდებოდა.
  • ტელევიზიების  შემთხვევაში, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური დაპირისპირება განსაკუთრებით მძაფრი იყო ივლისში, როდესაც ჰომოფობიური გამოსვლები და ჟურნალისტების მიმართ აგრესია მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
  • პოლიტიკურ მოვლენებს ყველა ეროვნული ტელევიზია აქტიურად აშუქებდა, თუმცა მათი უმეტესობა პოლიტიკურად მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა.
  • იგივე ტენდენცია შეიმჩნეოდა ტელევიზიების სოციალურ ქსელებში, მეტწილად, ფეისბუკ გვერდებზე.
  • პოლარიზება და პოლიტიკური მიკერძოება გაიზარდა რადიო სექტორში, განსაკუთრებით ეროვნული რადიოების შემთხვევაში.
  • რეგიონული რადიო სადგურები უფრო დაბალანსებულად აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მსმენელს კრიტიკულ ანალიზს ვერ სთავაზობდნენ და ხშირად, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
  • როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და ადგილობრივი რადიო სადგურები, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს იცავდნენ და თავს იკავებდნენ დისკრიმინაციული ან შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენებისგან.
  • ეროვნულ ბეჭდურ მედიაში შეიმჩნეოდა გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და დისკრიმინაციული თუ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის  გამოყენება.
  • რეგიონული და ადგილობრივი ბეჭდური გამოცემები მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად და პროფესიულად აშუქებდნენ და მკითხველს მოსაზრებებისა და პოზიციების მრავალფეროვნებას სთავაზობდნენ.
  • ეროვნული ონლაინ მედია ჟურნალისტური ეთიკის, ინფორმაციულობისა და მრავალფეროვნების სტანდარტების დაცვით აშუქებდა მოვლენებს.
  • რეგიონული და ადგილობრივი ონლაინ გამოცემები პოლიტიკური ფავორიტიზმისა და მიკერძოებისკენ იხრებოდნენ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ.
  • პოლიტიკური პოლარიზება და მიკერძოება მაინც ნაკლებად  შესამჩნევი იყო  ონლაინ მედიის სექტორში ტელევიზიებისგან განსხვავებით.
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებასთან შედარებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენებამ მნიშვნელოვნად იკლო მედიის ყველა სექტორში.

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი