არბიტრაჟის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების მიმოხილვა საქართველოში. 2018

არბიტრაჟის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების მიმოხილვა საქართველოში. 2018

12 March 2018

კვლევის მიზანია საქართველოში არბიტრაჟის არსებული მდგომარეობისა და პერსპექტივების შესწავლა, განვითარების შემაფერხებელი ბარიერების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შეთავაზება.

კვლევა მოიცავს საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას, ათი მოქმედი საარბიტრაჟო ინსტიტუტის სიღრმისეულ შესწავლას და რაოდენობრივ და თვისებრივ ინტერვიუებს დაინტერესებულ ჯგუფებთან: საარბიტრაჟო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ადვოკატებსა და იურისტებთან, ბიზნეს სექტორის, მათ შორის საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, მოსამართლეებთან, სამთავრობო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ფიზიკურ პირებთან.

კვლევა ჩატარდა 2017 წლის აგვისტო-ნოემბერში CRRC - საქართველოს მიერ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.