ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სერვისების გაუმჯობესება. 2019

ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სერვისების გაუმჯობესება. 2019

3 February 2020

წინამდებარე კვლევის მიზანია საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების მიმდინარეობასა და ხარისხზე მოქმედი ფაქტორების, აგრეთვე, სასწავლო პროცესზე სახელმწიფო მომსახურებების გავლენის შესწავლა. კერძოდ, პროცესი გაანალიზებულია „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ორი ქვეპროგამის პერსპექტივიდან – „მულტიდისციპლინური გუნდის ხელშეწყობა“ და „საჯარო სკოლებში ინტერგრირებული კლასების დაფინანსება“.

კვლევა ეფუძნება თვისებრივი კვლევის მეთოდებს, კერძოდ სიღრმისეულ ინტერვიუსა და ფოკუს ჯგუფს. სამიზნე ჯგუფი მოიცავდა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და მშობლებს; ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მისი მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს. კვლევა ჩატარდა თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.

კვლევა მომზადებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ხელშეწყობით.