
სექსისტური სიძულვილის ენის ქართული ინდიკატორები. ანგარიში. 2020
სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში. 2020
სექსისტური სიძულვილის ენა ქართულ სოციალურ მედიაში. 2020
25 ნოე. 2020
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სფეროში აქტიურად ჩართული ქართველი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ დისკრიმინაციული, სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ერთერთი მიზეზია, რომელიც პოლიტიკაში ქალთა არასაკმარის მონაწილეობას განაპირობებს.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს მტკივნეული საკითხი საზოგადოებრივი განხილვის საგნად აქციეს და სოციალურ მედიაში სექსისტური და გენდერულად დისკრიმინაციული ენისა და გენდერული სტერეოტიპების გამოყენების შემთხვევები იკვლიეს.
კავშირმა „საფარი“ შეიმუშავა ინდიკატორები გენდერულად დისკრიმინაციული ენის გამოყენების კლასიფიცირებისა და შესაბამისი დარღვევების გამოსავლენად.
ამ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, სოციალური მედიის მონიტორინგი ჩაატარა და ქალ პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული შეურაცხმყოფელი, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენების 200-მდე შემთხვევა გამოავლინა.
კვლევის შედეგები წარმოდგენილია ვებ-გვერდზე https://genderbarometer.ge/