ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში. 2017

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში. 2017

7 December 2017

კვლევა შეისწავლის საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შემაფერხებელ ფაქტორებს. მისი დასკვნები ეფუძნება საქართველოში 2007-2017 წელს განხორციელებული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებისა და ინიციატივების მიმოხილვას.

ანგარიშში წარმოდგენილია ჩაღრმავებულ გამოკითხვის შედეგები, რომელიც სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კონკრეტული პროგრამების ბენეფიციარებს მოიცავს. კვლევის ანგარიშში ასევე შესულია რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორისთვის.

კვლევა ჩაატარა კავშირმა „საფარი“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში.