შრომის ბაზრის სეგმენტაცია და არაფორმალური შრომა კრიზისის დროს. 2020

შრომის ბაზრის სეგმენტაცია და არაფორმალური შრომა კრიზისის დროს. 2020

18 December 2020

წინამდებარე ანალიტიკურ ნაშრომში შეფასებულია საქართველოში არსებული ფორმალური და არაფორმალური დასაქმების სექტორების სპეციფიკა და მათზე პანდემიით გამოწვეული კრიზისის შესაძლო შედეგები.

ძირითადი მიგნებები:

  • პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად საქართველოში გაიზრდება როგორც უმუშევრობის დონე, ისე არაფორმალურ და ფორმალურ დასაქმებას შორის არსებული სეგმენტაცია.
  • ქალებზე და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე დასაქმების კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ აისახება.
  • ეკონომიკის სექტორებიდან განსაკუთრებით დაზარალდება გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ტრანსპორტირება-დასაწყობება, განთავსება და საკვების მიწოდება (სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურება).

დოკუმენტი მომზადდა 2020 წლის ივნისსა და ივლისში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.