საჯარო მოხელეთა დამოკიდებულებები და აღქმები შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიმართ. 2019

საჯარო მოხელეთა დამოკიდებულებები და აღქმები შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიმართ. 2019

29 September 2020

კვლევაში ასახულია საქართველოს სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემის დანერგვის შედეგები.  

კვლევამ აჩვენა, რომ   საქართველოს საჯარო სამსახურში შეფასების მექანიზმის დამკვიდრება პოზიტიურ და საჭირო ნაბიჯად აღიქმება. კრიტიკულად შეფასდა განხორციელებული პროცესების კონკრეტული ასპექტები, მათ შორის:

  • სისტემის ნაჩქარევად შემოღება
  • შეფასების სისტემის აღქმა როგორც დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურა
  • „ფორმალობად ქცევის“ მაღალი რისკი
  • შუა რგოლის მენეჯმენტის დაბალი ჩართულობა
  • დატვირთული სამუშაო გრაფიკი
  • კომუნიკაციის ნაკლებობა მენეჯერსა და თანამშრომელს შორის
  • სუსტი უკუკავშირი

კვლევამ გამოავლინა შეფასების სისტემის დასახვეწად აუცილებელი ფაქტორები:

  • თანამშრომლის მიერ მენეჯერის შეფასება
  • შეფასების ელექტრონული პლატფორმის შემუშავება
  • შეფასების ინდიკატორებისა და კრიტერიუმების სტანდარტიზება
  • ქულების უფრო დეტალური კალიბრაციის შემუშავება

კვლევა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ხელშეწყობით.