საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების კვლევა. 2017
საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების კვლევა. 2017
16 March 2018
ფართომასშტაბიან კვლევაში შეჯამებულია საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ.
კვლევაში მიმოხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა გზების ხარისხი, საჯარო საბავშვო ბაღები, დასუფთავების სამსახური და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
კვლევის შედეგები შედარებულია 2013 და 2015 წლებში ჩატარებული ანალოგიური კვლევების მიგნებებთან. მასში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.
კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ეისითი“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით.