საჯარო პოლიტიკის შექმნის პროცესში საზოგადოებრივი მონაწილეობის შეფასება

საჯარო პოლიტიკის შექმნის პროცესში საზოგადოებრივი მონაწილეობის შეფასება

10 June 2022

წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები წარმოადგენს კვლევებს, რომელიც მოიცავს 2020 და 2021 წლების კოჰორტებიდან შერჩეული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების საზოგადოებრივი მონაწილეობის ასპექტის შეფასებას. კვლევების ამოცანებს წარმოადგენდა ჩატარებული საჯარო კონსულტაციების ახალ რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასება; საჯარო კონსულტაციების ხარისხისა და სარგებლიანობის ანალიზი; და არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება.

ინფორმაციის შეგროვებისა და შერჩეული 20 სტრატეგიული დოკუმენტის შეფასების მიზნით, ჩატარდა 62 ინტერვიუ და სამი დაკვირვება. რესპონდენტთა შერჩევის პროცესში, მკვლევართა გუნდმა განსხვავებული გენდერისა თუ ეთნიკური იდენტობის, შეზღუდული შესაძლებლობისა და სხვადასხვა სამუშაო ფოკუსის მქონე რესპონდენტები გამოკითხა.

კვლევები მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის WeResearch მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით.