გზამკვლევები არბიტრაჟში. 2018

გზამკვლევები არბიტრაჟში. 2018

30 January 2018

გზამკვლევების მიზანია, ხელი შეუწყოს პირველი ინსტანციის საქალაქო (რაიონული) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით მათ დაქვემდებარებაში არსებული საქმეების/განცხადებების განხილვაში.

გზამკვლევებში თავმოყრილია პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც შეიძლება გაუჩნდეთ მოსამართლეებს კანონის გამოყენების სხვადასხვა ეტაპზე. გზამკვლევები არც ინფორმაციის ამომწურავ წყაროს და არც სამეცნიერო ნაშრომებს წარმოადგენენ. მათი დანიშნულებაა საწყისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ბიძგს მისცემს ამა თუ იმ საკითხის უფრო სიღრმისეულ შესწავლას. 

არბიტრაჟის გზამკვლევები შეიქმნა „არბიტრაჟის ინიციატივის - საქართველო” მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. 

Document Type
Regions and Countries
Sustainable Development Goals