კვლევა ნარატივების გამოყენებით: ქართველ ადვოკატთა მოსაზრებები დავების მოგვარების ალტერნატიულ (ADR) მეთოდებზე

კვლევა ნარატივების გამოყენებით: ქართველ ადვოკატთა მოსაზრებები დავების მოგვარების ალტერნატიულ (ADR) მეთოდებზე

15 June 2021

წინამდებარე კვლევა შეისწავლის ქართველ ადვოკატთა მოსაზრებებს დავების მოგვარების ალტერნატიულ (ADR) მეთოდებზე. კვლევა ჩატარდა 2019-2020 წელს, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ინოვაციური მიდგომის გამოყენებით.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 198 იურისტი და შეგროვდა მათი მონათხრობები. კვლევის დასასრულს კი დაინტერესებულ პირთა ჯგუფის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები შესაძლო სამომავლო ნაბიჯების თაობაზე.

ძირითადი მიგნებები:

  • რესპონდენტების უმრავლესობისათვის მედიაცია  არ წარმოადგენს საფრთხეს ან კონკურენტს მათი საქმიანობისათვის (იურისტის საქმიანობა);
  • იმ იურისტების უმრავლესობა, რომელმაც დავა სასამართლოს გარეშე მოაგვარა, ასე მოიქცა რადგან ეს კლიენტისთვის  საუკეთესო გამოსავლად მიაჩნდა;
  • ყველაზე ხშირად, რესპონდენტები აცხადებენ რომ დავის სასამართლოს გარეშე მოგვარებას ხელი შეუწყო კლიენტის ნდობამ;
  • რესპონდენტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მხარეებისათვის წარმატებული შედეგი ორივე მხარისათვის მისაღები გამოსავალია;
  • უმრავლესობის აზრით, მხარეებს დავის მოგვარების პროცესში მოსწონთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და არაფორმალური გარემო;
  • იმ რესპონდენტთა 84%, რომელთაც მიმართეს მედიაციას, არ ნანობენ ამ გადაწყვეტილებას;
  • პირდაპირი მოლაპარაკება, მედიაცია და სასამართლო დასახელდა როგორც დავის მოგვარების ყველაზე ხშირად გამოყენებული მოდელები.

დოკუმენტი მომზადებულია სოციალურ მეცნიერებათა მკვლევარის ანა ჰანჩარის მიერ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.