საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია 2020-2023

საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია 2020-2023

4 December 2019

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2030 წლების სტრატეგიას და შესაბამის სამოქმედო გეგმას 2020-2021 წლებისთვის. 

დოკუმენტის მიზანია საქართველოში სტატისტიკის სისტემის განვითარების ზოგადი ხედვის განსაზღვრა ეროვნული და საერთაშორისო საჭიროებების გათვალისწინებით, პასუხობს პოლიტიკის შემუშავებისთვის საჭირო მონაცემებზე მოთხოვნას, განსაზღვრავს სტატისტიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების გადანაწილებას, წარმოადგენს ჩარჩოს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, მოიცავს მონაცემების წარმოების პროცესის ყველა საფეხურს და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. 

დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქსტატის, მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.