ვაკანსიები & სტაჟირება
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მიმართავს რამდენიმე ტიპის კონტრაქტს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო თანამშრომლების დასაქმებისას. კონკრეტული ტიპის კონტრაქტის გამოყენება დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს მახასიათებლებსა და ხანგრძლიობაზე:
- ფიქსირებული ვადით დანიშვნა, Fixed Term Appointment (FTA) – ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლებისათვის
- დროებითი კონტრაქტი, Temporary Assignment (TA) – ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლებისათვის
- სერვის კონტრაქტი, Service Contracts (SC) – მხოლოდ ადგილობრივი თანამშრომლებისათვის
- ინდივიდუალური კონტრაქტი, Individual Contracts (IC) – ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლებისათვის
სხვადასხვა პროექტისა თუ ინიციატივის საჭიროებებიდან გამომდინარე, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დროდადრო აცხადებს სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის. თითოეული ასეთი პროგრამის მოთხოვნები, პირობები და ხანგრძლიობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
Current vacancies