ჩვენი საქმიანობა

ეკონომიკური

განვითარება

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების ეროვნული პოლიტიკისა და შესაბამისი სისტემების შექმნას, შრომის ბაზარზე მორგებულ პროფესიულ განათლებას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

სოფლის განვითარება

სოფლის განვითარება საქართველოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერაც აუთვისებელი შესაძლებლობაა. სოფლად სიღარიბის მაჩვენებელი 25.5 პროცენტს შეადგენს (საქსტატი, 2016), ხოლო სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ნაკლებად კონკურენტუნარიანი სექტორია. სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურა და სერვისები აფერხებს ტურიზმისა და მეწარმეობის წარმატებას, ხოლო საგანმანათლებლო და სამეწარმეო შესაძლებლობების ნაკლებობა ხელს უშლის დასაქმების გაზრდას და სოფლიდან მოსახლეობის გადინებას იწვევს. 

საქართველოს სახელმწიფო ხედვა სოფლის განვითარების საკითხებში ეყრდნობა ევროპის ქვეყნების გამოცდილებას. ამ სტრატეგიული ხედვის განხორციელებაში საქართველოს ევროკავშირი ეხმარება. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) ხელს უწყობს თვისებრივ და სისტემურ ცვლილებებს საქართველოს სოფლის განვითარებაში. მისი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა და მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობებისა და სერვისების შეთავაზება. გაეროს განვითარების პროგრამა ამ მასშტაბური წამოწყების ძირითადი საერთაშორისო პარტნიორია. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სოფლის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას, რომელიც საქართველომ 2016 წელს მიიღო.

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

განათლება სიღარიბის წინააღმდეგ

უმუშევრობა საქართველოს ერთერთი ძირითადი გამოწვევაა. უმუშევრობის ზოგადი მაჩვენებელი 13.9 პროცენტს შეადგენს (საქსტატი. 2017), ხოლო თხუთმეტიდან 24 წლამდე ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და 30-დან 40 პროცენტამდე მერყეობს.

უმუშევრობის მაღალი დონე განპირობებულია, ერთის მხრივ, დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობით, ხოლო, მეორეს მხრივ, კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტით და პროფესიული განათლების სუსტი განვითარებით.

ხარისხიანი პროფესიული განათლება დასაქმების მეტ შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროში. მიუხედავად ამისა, პროფესიული განათლების მქონე 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში დასაქმების მაჩვენებელი მხოლოდ 15 პროცენტია, რაც  განათლების დაბალ ხარისხზე და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მის სუსტ კავშირზე მეტყველებს.

სოფლის მეურნეობაში განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მისი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგება შესაძლებელია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემური რეფორმის გზით. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის მთავრობა ხელს უწყობენ საქართველოს ამ სისტემური რეფორმის მომზადებასა და გატარებაში. ჩვენი დახმარება ასევე მოიცავს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების - ექსტენციის განვითარებას და სოფლის მეურნეობაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელის დანერგვას.

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი