ჩვენი საქმიანობა

დემოკრატიული

მმართველობა

ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდირებას, რეფორმების განხორციელებასა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ჩვენი საქმიანობის წარმატება ეყრდნობა ორგანიზაციის საერთაშორისო გამოცდილებას, ადგილობრივი გარემოს სიღრმისეულ ცოდნას და მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა პარტნიორთან,  მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, მართლმსაჯულების სისტემასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მედიასთან.

UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის საკვანძო მიმართულებებია:

  • პროფესიული და ეფექტიანი საჯარო სამსახური
  • გენდერული თანასწორობა
  • რეგიონული და ადგილობრივი განვითარება
  • დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა
  • ძლიერი პარლამენტი
  • ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები
  • ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება
  • სანდო და გამჭვირვალე არჩევნები
  • პროფესიული და დამოუკიდებელი მედია
  • აქტიური სამოქალაქო საზოგადოება
  • ღია და უსაფრთხო საზღვრები
ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

ღია მმართველობა

2011 წელს საქართველო შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP), რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს და მიზნად ისახავს ღია, გამჭვირვალე და მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობას.

საქართველო პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც საკანონმდებლო ღიაობის პრინციპების პრაქტიკული დანერგვა დაიწყო. 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა „საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას“ მოაწერა ხელი და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მემორანდუმი გააფორმა. იმავე წელს საქართველოს პარლამენტმა  დაამტკიცა ქვეყნის პირველი საკანონმდებლო ღიაობის სამოქმედო გეგმა და OGP-ის გლობალურ სამიტზე ღია მმართველობის ჩემპიონის ჯილდო მიიღო.

2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მიენიჭა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარის სტატუსი ერთი წლის ვადით. 2018 წლის ივლისში თბილისში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტი, რომლის მუშაობაში 96 ქვეყნის მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ათასობით წარმომადგენელი ჩაერთო.   

გაეროს განვითარების პროგრამა ღია მმართველობის აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი ინიციატივების მთელი რიგი, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ემსახურება, ხელს უწყობს მოქალაქეებისა და პოლიტიკის შემქმნელების დაახლოებას და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ღიაობის გაზრდას.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს ხელისუფლების ამბიციური გეგმაა, რომელიც თვითმმართველი ორგანოებისათვის მეტი შესაძლებლობებისა და კომპეტენციების მინიჭებას ითვალისწინებს, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე ფინანსური რესურსების განკარგვის მხრივ.

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ 2018 წლის მარტში წარდგენილი ხედვის თანახმად, 2025 წლისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის კონსოლიდირებულმა რესურსმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8% უნდა შეადგინოს.

გაეროს განვითარების პროგრამა, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით, მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას. ჩვენ დახმარება მოიცავს  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მოქალაქეების ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილიi/UNDP

ინოვაცია განვითარებისათვის

ინოვაცია დემოკრატიული გარდაქმნის უმნიშვნელოვანესი კატალიზატორია, განსაკუთრებით ისეთ სწრაფად განვითარებად ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.  

გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მდგომების პილოტირებასა და დანერგვას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სახელმწიფო სერვისების მიწოდება, საჯარო მმართველობის რეფორმა, გენდერული თანასწორობის მიღწევა და ურბანული განვითარება.

2014 წელს, UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ინოვაციური სერვისების ლაბორატორია შეიქმნა. სერვისლაბი - უნიკალური ექსპერიმენტული სივრცეა  თანამედროვე სახელმწიფო სერვისების შესაქმნელად. მასში შექმნილია ყველა პირობა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირების თანამშრომლობისათვის და ინოვაციური ექპერტიზის განვითარებისათვის.

2018 წელს, სერვისლაბის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რუსთავის მერიაში დაარსდა ინოვაციების ჰაბი, რომელიც ადგილობრივ სერვისებში ინოვაციური მიდგომების დანერგვას უწყობს ხელს. ჰაბის მუშაობაში ჩართულები არიან როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ადამიანის უფლებები ყველასათვის

2014 წელს საქართველომ მიიღო 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.

გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის დაფინანსებით, ხელს უწყობს ამ სტრატეგიული ჩარჩო-დოკუმენტის შესრულებასა და ეფექტიან განხორციელებას. პროგრამაში ჩართულები არიან  გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

ჩვენი დახმარების პრიორიტეტები ევროკავშირისა და საქართველოს შეთანხმებით განისაზღვრა და ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, სამართალდამცავ სტრუქტურებზე ზედამხედველობა, შრომის უფლებები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

გენდერული თანასწორობა

საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად. 2019 წლის მდგომარეობით ქალ პარლამენტართა რაოდენობა 15%-ია, ქალების წარმომადგენლობა ადგილობრივ საკრებულოებში 14%-ზე ნაკლებია, ხოლო პირდაპირი წესით არჩეული 64 მერიდან მხოლოდ ერთია ქალი. ასევე საგანგაშოა გენდერული სახელფასო სხვაობა (Gender Pay Gap), რომელიც საქართველოში 35%-ს შეადგენს, და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის სტატისტიკა.

გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას საქართველოში ქალთა გაძლიერებისა და ქალებისა და კაცებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მხარდასაჭერად. პროგრამის პრიორიტეტებია: (1) ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, (2) გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის აღმოფხვრა და (3) სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების განხორციელება.

ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

მედიამონიტორინგი

საქართველოს ძლიერი და პოლარიზებული მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. საარჩევნო მედიამონიტორინგის ჩატარების მეშვეობით ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ თავისუფალი, მრავალფეროვანი და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მქონე მედიის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო ფუნქციის გაძლიერებას.

2010 – 2018 წლებში მედიამონიტორინგის ინიციატივის ფარგლებში უკვე განხორციელდა საარჩევნო პროცესის გაშუქების კვლევა საქართველოს შვიდი ძირითადი არჩევნების დროს.

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი