ჩვენი საქმიანობა
კრიზისის პრევენცია &
კრიზისის შემდგომი
რეაბილიტაცია

რას ვაკეთებთ
საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფა ისეთ საკითხებში, როგორიცაა მშვიდობის მშენებლობა და ადამიანის უსაფრთხოება, უმნიშვნელოვანესი პროცესია და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქ წამყვან როლს თამაშობს. კოორდინირებასთან ერთად UNDP სტრატეგიულ რეკომენდაციებს სთავაზობს მთავრობას, დონორებსა და განმახორციელებლ პარტნიორებს.

კონფლიქტით დანაწევრებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა
ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM) აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და მოქნილი პროგრამაა, რომელსაც UNDP ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. COBERM-ის პირველი ეტაპი 2010 წელს დაიწყო. მას შემდეგ ამ უნიკალური პროგრამის ფარგლებში კონფლიქტის გამყოფი ხაზების ყველა მხარეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ ინიცირებული ორასამდე პროექტი შესრულდა, რომლებიც კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობის კეთილდღეობას, ადამიანებს შორის ურთიერთობის აღდგენას და მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას ემსახურებოდა. COBERM-ი ეფექტური მექანიზმია მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის გარდაქმნის საქმეში ინოვაციური მიდგომების გამოსაცდელად, ხოლო მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მოსარგებლეების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.

მშვიდობა & განვითარება
კრიზისის პრევენციისა და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, UNDP ხელს უწყობს მშვიდობისა და განვითარების ქვე-რეგიონულ, სამხრეთ კავკასიურ პროგრამას. პროგრამის გუნდში შედიან რეგიონული მრჩეველი მშვიდობისა და განვითარების საკითხებში და სამი ეროვნული მრჩეველი აზერბაიჯანში, საქართველოში და სომხეთში. მშვიდობისა და განვითარების პროგრამა სტრატეგიულ დახმარებას სთავაზობს გაეროს სააგენტოებს სამივე ქვეყანაში. პროგრამის საქმიანობის სფეროში შედის პოლიტიკური ანალიზი, კონფლიქტით გამოწვეული კრიზისებისადმი მზაობის უზრუნველყოფა და მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებული პროგრამების მხარდაჭერა.