ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

კარგი ამბავი დასაწყისისთვის

პანდემიის დროს თითოეულმა ჩვენგანმა ერთი-ორად დააფასა სუფთა ჰაერისა და მწვანე სივრცეების მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში. მთელი დღის სახლში, ეკრანებთან გატარების შემდეგ, გარეთ გასვლა და “ჰაერზე გასეირნება” ბევრისთვის სასიამოვნო რიტუალად ჩამოყალიბდა.

ჰაერის სისუფთავე განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პანდემიის პირველი თვეების დროს, როდესაც ტრანსპორტით გადაადგილების და სხვადასხვა ბიზნესების დროებით შეზღუდვის გამო, მსოფლიოს დიდ ქალაქებსა და ინდუსტრიულ ცენტრებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შევნიშნეთ. მაშინ ჰაერი ისე გაიწმინდა, რომ ინდოეთის მოქალაქეებმა ამ საუკუნეში პირველად დაინახეს ჰიმალაის მთები, ხოლო ჩვენ - თუ რამდენად უკეთეს პირობებში შეგვიძლია ცხოვრება, თუკი სწორ გაკვეთილს გამოვიტანთ ამ უპრეცედენტო ექსპერიმენტიდან.

უჩვეულოდ სუფთა ჰაერი და ნაკლებად ტოქსიკური გარემო მიმებშიც ითარგმნა, ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და დროებით, თუმცა მაინც ერთ-ერთი ყველაზე გარჩევადი თემაც გახდა.

საგანგაშო რეალობა

ჰაერის დაბინძურება 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემად დასახელდა. გასაკვირი არაა, რადგან არსებული მაჩვენებელი კრიტიკულად მაღალია. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა საგანგაშოდ მაღალია, დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებების რიცხვი მატულობს და საქართველოს მთავრობას ამგვარი დაავადებების მკურნალობა წელიწადში 120 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

ჩნდება კითხვა: თუკი არსებობს ექსპერტული ცოდნა პრობლემის შესახებ და მოსახლეობის ცნობიერებაც მაღალია, მაშინ რა დაბრკოლებებია, რომლებიც ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ხელს გვიშლის ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად,  2021 წლის 13 აპრილს, გაეროს განვითარების პროგრამის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისლაბთან თანამშრომლობით სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც რიგით მოქალაქეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიის წარმოამდგენლები, ასევე აქტივისტები ესწრებოდნენ; ყველა, ვინც პრობლემის გადაჭრის გზაზე თავიანთი წვლილის შეტანით არიან დაინტერესებულები.

რატომ კოლექტიური ინტელექტი

კოლექტიური ინტელექტი არის ის გაზრდილი უნარიანობა, რომელიც ადამიანთა ერთობლივი მუშაობისას წარმოიქმნება. ანუ ეს არის თანამშრომლობისას წარმოქმნილი ერთობლივი ცოდნა და ის უფრო მეტი და მნიშვნელოვანია, ვიდრე გამოთქმული მოსაზრებების ჯამი. მარტივად რომ ვთქვათ, ძალა ერთობშია და ამ ხალხურ სიბრძნეს დღესაც აქტიურად ვიყენებთ პლანეტის წინაშე მდგარი გამოწვევების გადასაჭრელად.

კოლექტიური ინტელექტის წარმოქმნა და ამოცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც ამოცანის წარმატებულად გადაჭრა დამოკიდებულია ერთობლივ, კოლექტიურ ქმედებაზე. ჰაერის დაინძურების აღმოფხვრა სწორედ ასეთი ამოცანაა.

არაერთი ანგარიში იწერება ჰაერის დაბინძურების თემაზე ექსპერტებისა თუ თემაზე ორიენტირებული ორგანიზაციების მიერ, თუმცა აღნიშნული ანგარიშები იშვიათად გვიყვებიან პრობლემის გავლენაზე ჩვენს ყოველდღიურობაში და კიდევ უფრო იშვიათად ეკითხებიან რიგით მოქალაქეებს იმის შესახებ თუ რაში გამოიხატება ჰაერის დაბინძურების პრობლემა მათ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, განსხვავებით ტრადიციული გამოკითხვის მეთოდებისა და ფოკუს ჯგუფებისა, რომლებიც ბევრად მეტ დროსა და რესურს მოითხოვენ, ,სამუშაო შეხვედრა დაეთმო კოლექტიური ინტელექტის მეთოდის გამოყენებით პრობლემის რიგითი მოქალაქეების თვალით დანახვას.

შეხვედრაზე კოლექტიური ინტელექტის მაინინგის ნესტას მეთოდი გამოვიყენეთ. კვლევის ეს ხერხი საშუალებას გვაძლევს სწრაფად დავინახოთ თუ რა სისტემურ კავშირებს აგებს საზოგადოება, როგორც ერთიანი ორგანიზმი, პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მათ გამოვლინებებს შორის.

მაშ რა ვიცით ჰაერის დაბინძურების შესახებ?

  • ძვირფასი ჯანმრთელობა

თითქმის ყველა სამუშაო ჯგუფმა ალერგიული ფონის მატება და გახშირებული დაავადებები ჰაერის დაბინძურების პირველად გამოვლინებად დაასახელდა. საინტერესოა, რომ ამავე კატეგორიაში მეორად გამოვლინებად გაჩნდა სტრესი და დაღლილობა - მდგომარეობები, რომელთა შესახებ არც თუ ისე ხშირად ვსაუბრობთ. დაავადებულთა რაოდენობის ზრდა ასევე დაკავშირებულია ჯანდაცვის სერვისებზე გაზრდილ მოთხოვნასთან, რაც, ერთის მხრივ, იწვევს არამიზნობრივ ხარჯებს და, მეორეს მხრივ, მოსახლეობის ეკონომიკურ სიდუხჭირეს. თუმცა, ჰაერის დაბინძურების მიზეზებზე მსჯელობისას, სწორედ ეკონომიკური ფონია იმ გარემოებათაგან ერთ-ერთი, რომლის გამოც ტოლერანტულები ვართ ჰაერისა და გარემოს დამაბინძურებელთა მიმართ.

  • ჰაერის დაბინძურების ყულფის სხვა მონაწილეები

აქვეა დასახელებული მცენარეთა და ფუტკრის ავადობა, რაც თავისთავად საინტერესო ფაქტია, რადგან პროცესების არა-ჰუმანოიდურ მონაწილეებს ადამიანთა გვერდით განიხილავს. ეს შეიძლება ჩავთვალოთ სუსტ მინიშნებად იმისა, რომ ჩნდება პოლიტიკურ პროცესებში ახალი ტიპის დაინტერესებული მხარეების - ეკოსისტემებისა და მათი ნაწილების - წარმომადგებლობის გაზრდა. რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ სპეკულატიური პროექტების კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა, უკვე არსებობს ჩვენთვის საინტერესო პრეცედენტები, მაგალითად, მდინარეებისათვის უფლებების მინიჭების.

  • ბუნება/ინფრასტრუქტურა

აღსანიშნავია ისიც, რომ გაუტყეურება, სარეკრეაციო ზონების კარგვა და მცენარეთა არასწორი მოვლა-პატრონობა არის ის ხელშემწყობი გარემოებები, რომელთა გამოც, მონაწილეთა აღქმით, ჰაერში მტვრის ნაწილაკებია მომატებული. აქ ყურადღება გამახვილდა არასწორად მოწყობილ საირიგაციო სისტემებზე, რომელთა გამოც არსებული მწვანე სივრცეები ნადგურდება. როგორც ჩანს, საზოგადოებაში მაღალია მგრძნობელობა ბუნებასა და ინფრასტრუქტურას შორის არსებული, რთული ურთიერთობის მიმართ. კერძოდ, ეს შესაძლოა იყოს სიგნალი იმისა, რომ არსებობს მეტი მიმღებლობა იმ ენდემური ჯიშების მიმართ, რომლებიც არ საჭიროებენ დამატებით ინფრასტრუქტურულ და მოვლა-პატრონობის ხარჯს. მეორეს მხრივ, ეს, შესაძლოა მიგვანიშნებდეს “მწვანე ინფრასტრუქტურასა” და ე.წ. “ბუნებაზე დაფუძნებული გადაწვეტებზე” მზარდ მოთხოვნაზე.

  • სახიფათო ტრადიცია: სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების წვა

 საქართველოში ჰაერის დაბინძურება, ძირითადად, “ურბანულ საქმიანობთან” ასოცირდება, თუმცა, შეხვედრის მონაწილეებმა ამ პრობლემაზე სოფლის კონტექშიც ისაუბრეს და  სასოფლო-სამეუნეო სავარგულების გადაწვა მის მთავარ მიზეზად დაასახელეს. ერთის მხრივ, ეს გამოწვეულია სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვის ალტერნატიული ხერხის - კომპოსტირების შესახებ ცნობიერების დაბალი დონით; მეორეს მხრივ კი იმით, რომ ეს ხერხი ძირძველ, ტრადიციულ მეთოდად მოიზრება და სწორედ ამის გამოა მისი კორექტირება და აღმოხვრა განსაკუთრებით რთულია. შესაძლოა, ეს იმითაცაა განპირობებული, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მეტწილად “იძულებითი ფერმერები” -  ასაკოვანი მოსახლეობაა  - ჩართული.

ეს პრობლემა არც სხვა ქვეყნებისთვისაა უცხო. მაგალითად, ჩვენი კოლეგა ლაბი უკრაინიდან უკვე მუშაობს ნარჩენების წვის შემცირებაზე სატელიტური მონაცემების გამოყენებითა და ამ საკითხზე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კუთხით.

  • “არასწორი” ქალაქგეგმარება

ჯანმრთელობის პრობლემების პირველად მიზეზებში ორი მსხვილი და ურთიერთდაკავშირებული კლასტერი გამოვლინდა: სამშენებლო მტვერი და ტრანსპორტის გამონაბოლქვი. პირველ შემთხვევაში, ხელშემწყობი ფაქტორად სამშენებლო სამუშაოების წარმოების არასაკმარისად მკაცრი წესები დასახელდა, მეორე შემთხვევაში კი - საწვავის დაბალი ხარისხი, კერძო ავტომობილების სიმრავლე და გაუმართავი საჯარო ტრანსპორტი. თუმცა ის, რაც ორივე მიზეზს აერთიანებს არის ტერიტორიული განზომილება, რომელსაც მონაწილეები “არასწორ ქალაქგეგმარებას” უწოდებენ. ეს ახალი სუსტი სიგნალია. ის მიგვანიშნებს იმაზე, რომ მოსახლეობაში მაღლდება ცნობიერება ყოველდღიურ მობილობასა (ტრანსპორტი) და საბინაო მობილობას (მშენებლობები) შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე. ჰაერის დაბინძურება, ამ შემთხვევაში, საბინაო პოლიტიკის ნაწილად გვევლინება.

  • “ქართველი რას არ მოიფიქრებს”

მანქანის კატალიზატორი აღმოჩნდა ის მოულოდნელი დეტალი, რომელიც აერთიანებს ჰაერის დაბინძურებას, სიღარიბესა და მოსახლეობის მედეგობას. მართალია, მოსახლეობა დადებითად აფასებს ტექდათვალიერების შემოღებას, მონაწილეთა ჯგუფების აზრით, პროცესი ფორმალობად რჩება.  ზოგიერთი შედარებით “მოხერხებული” მოქალაქე ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების გავლის შემდეგ ავტომობილი კატალიზატორს ყიდის და მანქანას მის გარეშე იყენებს. კატალიზატორით სპეულაციის მთავარ მიზეზად კვლავ სიღარიბე დასახელდა, რომლის ფონზეც ჰაერის დაბინძურება არც თუ ისე მნიშვნელოვან პრობლემად აღიქმევა.

  • კომპლექსურობა და სისტემური ცვლილებები

მიუხედავად იმისა, მონაწილე მხარეებზე გავლენის მოსახდენად აშკარაა ძლიერი პოლიტიკური გადაწყვეტების საჭიროება, პრობლემის კომპლექსურობა საჭიროებს არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე ცვლილებებს, არამედ კოლექტიურ ძალისხმევად ქცევითი ცვლილებების მისაღწევად, ვინაიდან ჰაერის დაბინძურების გამოწვევი მხარეები საკმაოდ განსხვავებულები არიან, სხვადასხვა ისტორიითაა და მოტივატორებით რაც განაპირობებს მათ ქცევას.

Icon of SDG 15

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი