ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური//UNDP

,,შენნაირი ახალგაზრდა გოგონები მაიმედებენ,“ - ღიმილით მეუბნება თამარ ყეინიშვილი, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

„გუნდში რამდენიმე ასეთი ახალგაზრდა მყავს და გამუდმებით ვეუბნები, რომ სწორედ თქვენი თაობა შესძლებს გენდერული სტერეოტიპების საბოლოოდ დამსხვრევას“.

თამარ ყეინიშვილთან ერთად ვესწრებით პირველ ეროვნულ კონფერენციას ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის შესახებ და გადაჭედილ საკონფერენციო დარბაზში გვერდიგვერდ ვსხედვართ.

არ მიკვირს, რომ თამარს მომავალზე საუბარი ურჩევნია. საკონფერენციო დარბაზზე თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობაში ამჟამად არსებული გენდერული დისბალანსი თვალნათლივ დაინახო.  64 დამსწრე მერს შორის, მხოლოდ ერთი ქალია. კაცების მუქ კოსტუმებს ქალების ფერადი კაბები მხოლოდ აქა-იქ ახალისებს, რაც გასაკვირიც არაა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალები მხოლოდ 13%-ს წარმოადგენენ.

თამარ ყეინიშვილი. ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური//UNDP

უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე საქართველო სწრაფად განვითარებად დემოკრატიად და მზარდ ეკონომიკად გადაიქცა. ძირეული გარდაქმნა ქვეყნის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს შეეხო, თუმცა სოციალური სტერეოტიპების შეცვლას, როგორც ჩანს, მეტი დრო დასჭირდება. ჩვენს კონსერვატიულ საზოგადოებას ღრმად ფესვგადგმული წარმოდგენები აქვს ქალებისა და კაცების სოციალურ როლებზე, როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ამაზე თამარიც საუბრობს. ამბობს, რომ გენდერული თანასწორობაში შესამჩნევი პოზიტიური ძვრების მიუხედავად, ქალების პოლიტიკურ კარიერასა და სოციალურ წინსვლას კვლავაც ბევრი რამ უშლის ხელს.  

,,ამ ხელოვნური ბარიერებისა და წესების რღვევას მთელი ცხოვრება მივუძღვენი. საბედნიეროდ, ნათლად ვხედავ საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებსა და პროგრესს. ჩემს ბავშვობაში ქალი საჭესთან მიუღებელი იყო, დღეს კი ქართველი მძღოლების თითქმის ნახევარი ქალია. თუმცა ხელმძღვანელი ქალი ბევრი კაცისთვის ისევ გამოწვევაა. ამას ჩვენს საკრებულოში ნათლად ვხედავ“.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თანხმდება, რომ, ცვლილებები საჭიროა და, მეტიც, აუცილებელი. ეროვნულ-დემოკრატული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის რესპონდენტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალთა ამჟამინდელი წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში (15%) საგანგაშოდ დაბალია, ხოლო გამოკითხულთა 55% თვლის, რომ პარლამენტში ქალთა მონაწილეობის ზრდა ქვეყანას დადებით შედეგებს მოუტანს.

ანივარდ მისოიანი. ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

კიდევ ერთი ღირშესანიშნავი ქალი იპყრობს ჩემს ყურადღებას საკონფერენციო დარბაზში. ანივარდ მისოიანი ნინოწმინდის მერია, ერთადერთი ქალი მერი მთელს საქართველოში. თანაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომელიც ნაადრევი ქორწინებებისა და ქალებისათვის კარიერული შესაძლებლობების ნაკლებობითაა ცნობილი.

ანივარი ამბობს, რომ მდგომარეობა მის რეგიონშიც უკეთესობისაკენ იცვლება, თუმცა სერვისებისა და პირადი და პროფესიული მხარდაჭერის ნაკლებობა ხელს უშლის ქალებს, რომ პროფესიაში წარმატებას მიაღწიონ.  

„გულწრფელად გეტყვით, ეს შესაძლებლობა მაშინ რომ მქონოდა, როდესაც ჩემი შვილები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, არ ვიცი როგორ შევძლებდი ამ პასუხისმგებლობასთან გამკლავებას და ჩემი ქალაქის მმართველობის სადავეების ხელში აღებას. რთულია იყო წარმატებული პოლიტიკოსი და ამავე დროს დედა და მეუღლე მაშინ, როდესაც მომუშავე ქალებისათვის მხარდამჭერი სისტემა არ არსებობს,“ - ამბობს ანივარდი.

კონფერენციაზე გამართული მსჯელობის მოსმენის შემდეგ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მიღწევა საკმაოდ რთულია, მაგრამ სამომავლო პერსპექტივები იმედის მომცემია.  ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმისა და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტებში მეტი გენდერული თანასწორობის საბჭო გაიხსნება, ხოლო ყოველ საკრებულოში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელე დაინიშნება.

მანამდე, ისევ ანივარდისა და თამარივით ძლიერი და წარმატებული ქალების იმედით ვიქნებით. ეს გამორჩეული ადამიანები საქართველოს ქალების გაძლიერებას ყოველდღიურად გააგრძელებენ და ჩვენ, ახალ თაობას, გზას გაგვიკვალავენ.

Icon of SDG 05 Icon of SDG 16

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი