UNDP
ჩვენს შესახებ
გაერო და გაეროს განვითარების პროგრამა
საქართველომ გაეროს წევრობა 1992 წელს მიიღო, რითაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღირებულებები და პრინციპები აღიარა. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წელს გაიხსნა. მას შემდეგ გაეროს სააგენტოების გუნდმა აქტიური საქმიანობა დაიწყო ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ხელშეწყობის მიზნით.
საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის მქონე სააგენტოები შედიან გაეროს სააგენტოთა ჯგუფში (UNCT), რომელსაც გაეროს მუდმივი კოორდინატორი ხელმძღვანელობს.
გაეროს სააგენტოები საქართველოში
- გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში (UNCT)
- გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
- გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)
- გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR)
- გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)
- გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)
- სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
- მსოფლიო შრომის ორგანიზაცია (ILO)
- ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR)
- მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)
- გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC)
- გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS)
- გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO)