UNDP
ჩვენს შესახებ
UNDP საქართველოში
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთერთი უმსხვილესი სააგენტო და განვითარების საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა. UNDP-ის წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წელს გაიხსნა. მას შემდეგ ორგანიზაცია აქტიურად ეხმარება საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის სხვადასხვა ეტაპზე და მრავალი წარმატებული ინიციატივისა თუ რეფორმის ხელშემწყობი და უშუალო მონაწილეა.
UNDP-ის საქმიანობა მოიცავს საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა დემოკრატიული მმართველობის რეფორმა, მდგრადი და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდა, გარემოსდაცვითი მმართველობის ჩამოყალიბება, კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.
UNDP-ის საქმიანობა გაეროს პრინციპებს ეფუძნება, რაც ჩვენს მიუკერძოებლობასა და ქვეყნის არჩევანის პატივისცემას განაპირობებს. ჩვენი უმთავრესი დანიშნულება განვითარების ხელშეწყობაა, რაც სასიკეთო ცვლილების აქტიურ მხარდაჭერას გულისხმობს. ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია, რაც ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას განაპირობებს. ხოლო ფართო საერთაშორისო წარმომადგენლობა შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ განვითარებისათვის საჭირო რესურსები, ინფორმაცია და საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტიზა.
რას ვაკეთებთ
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. UNDP-ის საქმიანობა საქართველოში ოთხი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს:
- დემოკრატიული მმართველობა
- ეკონომიკური განვითარება
- გარემოს დაცვა & ენერგეტიკა
- კრიზისის პრევენცია & კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია
გენდერული თანასწორობის მიღწევა უმნიშვნელოვანესი გამჭოლი საკითხია, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროში.