Partnership for SDGs

UNDP საქართველო

ჩვენს შესახებ

ჩვენი მისია, ხედვა და მანდატი

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთერთი უმსხვილესი სააგენტო და განვითარების საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 170 ქვეყანასა და ტერიტორიაზე მუშაობს. ჩვენ ვეხმარებით ქვეყნებს პოლიტიკის შემუშავებაში, ლიდერობის უნარების განვითარებაში, თანამშრომლობის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაში გლობალური მიზნების მისაღწევად.

ჩვენი საქმიანობა გაეროს პრინციპებს ეფუძნება, რაც ჩვენს მიუკერძოებლობასა და ქვეყნის არჩევანის პატივისცემას განაპირობებს. ჩვენი უმთავრესი დანიშნულება განვითარების ხელშეწყობაა, რაც სასიკეთო ცვლილების აქტიურ მხარდაჭერას გულისხმობს. ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია, რაც ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას განაპირობებს. ხოლო ფართო საერთაშორისო წარმომადგენლობა შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ განვითარებისათვის საჭირო რესურსები, ინფორმაცია და საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტიზა.

UNDP საქართველოში

UNDP საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს და ქვეყანას მშვიდობიანი, ინკლუზიური, თანასწორი და კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების აშენებაში ეხმარება. საქართველოში ჩვენი საქმიანობის მიზანია მდგრადი განვითარები ხელშეწყობა, რათა არავინ, მათ შორის ყველაზე დაუცველი ჯგუფები, არ დარჩეს განვითარების მიღმა.

გაიგეთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ.