ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP

“მაჭახელას ეროვნული პარკი შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვინც სასიამოვნო თავგადასავალს ეძებს. შავი ზღვის სანაპიროს სულ რაღაც 35 კმ გვაშორებს. ზღვაზე ჩამოსულ დამსვენებლებს შეუძლიათ ერთი დაუვიწყარი დღე მთაშიც გაატარონ“.

ნანა ბაუჟაძე, მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის თანამშრომელი, სიამაყით გვაჩვენებს ახალ ტურისტულ ბილიკებს, გვიყვება სახელგანთქმულ ტყუპ  ჩანჩქერზე, რომელიც ახლა გაცილებით ადვილად მისადგომია, ვიდრე ადრე.

მაჭახელას ეროვნული პარკი საქართველოს ერთერთი ახალი დაცული ტერიტორიაა. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებთან, მტირალას ეროვნულ პარკთან და თურქეთში განლაგებულ ჯამილის ბიოსფერულ რეზერვატთან ერთად, მაჭახელა ქმნის კოლხური ტყეების გადასარჩენად დაფუძნებული დაცული ტერიტორიების ჯაჭვს - უნიკალურ შესაძლებლობას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ეკოტურიზმის განვითარებისათვის. 

ყოველთვიურად მაჭახელას ეროვნული პარკი სათბური გაზების ათასობით ტონას შთანთქავს, რაც კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შერბილებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, პარკის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაჭახლის ხეობის სოფლებისა და მათი 3 ათასზე მეტი მაცხოვრებლისათვის.

„ეს ადგილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს საგანძურია. მაჭახელა უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა ეკო-ტურიზმის განვითარებისა და მწვანე ადგილობრივი ეკონომიკის მშენებლობისათვის“, - ამბობს მუნხტუია ალთანგერელი, გაეროს  განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში.

რთული დასაწყისი

მაჭახელას ეროვნული პარკის დაარსება მრავალ სირთულეს უკავშირდება. 2014 წელს, როდესაც პარკის შესახებ კანონი ამოქმედდა, მაჭახლის ხეობის მოსახლეობა  ღიად აპროტესტებდა ეროვნული პარკის არსებობას და მასთან დაკავშირებული ახალი წესების შემოღებას. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევდა ხის ჭრაზე შეზღუდვების დაწესება და პარკის საზღვრების დემარკირება, რის შედეგადაც ხეობის რამდენიმე სოფელს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებით სარგებლობა შეეზღუდა.

2015 წელს მაჭახელას ეროვნულ პარკში მუშაობა დაიწყეს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა (GEF), რომელთა მიზანიც იყო ეროვნული პარკის მართვის გაუმჯობესება და ამ საქმეში საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობა.

პირველ ეტაპზე UNDP-სა და GEF-ის მთავარ ამოცანას სწორედ ადგილობრივ მოსახლეობასთან სწორი ურთიერთობის დამყარება და მოსახლეობასა და დაცულ ტერიტორიას შორის კავშირის შექმნა წარმოადგენდა. ჩვენ ვცდილობდით გვეჩვენებინა, რომ ტყისა და ადამიანების ინტერესები არამცთუ არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ ურთიერთშემავსებელი და ურთიერთმომგებიანია.    

ეკოლოგიური სტუმართმოყვარეობა

ფატი ხინკილაძის ოჯახი სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ცხოვრობს და პატარა ოჯახური სასტუმროს მფლობელია. სტუმართმოყვარეობა, როგორც ბიზნესი, მაჭახელში შედარებით ახალი კონცეფციაა. ეს ჯერ კიდევ საბჭოთა დროის გამოძახილია, როდესაც ხეობა სასაზღვრო ზონად ითვლებოდა და მომსვლელებისათვის ჩაკეტილი იყო.

„ბევრი რამის სწავლა და გააზრება გვიწევს, მაგრამ წინ სწრაფად მივდივართ. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ეს პატარა ოჯახური სასტუმრო გაიზრდება და დაიხვეწება“, - ამბობს ფატი.

UNDP-სა და GEF-ის ხელშეწყობით, ხინკილაძეებმა მზის გამათბობელი შეიძინეს, რომელიც მათ სასტუმროს ცხელი წყლით ამარაგებს. ოჯახი განახლებადი ენერგიის გამოყენების პროგრამაშიც ჩაერთო და შეშიდან თხილის ნაჭუჭის მოხმარებაზე გადავიდა.

„ვერც კი წარმომედგინა, რომ თხილის ნაჭუჭი შეშაზე უკეთესი იქნებოდა! თან ფინანსურადაც მომგებიანია. რაზეც ადრე 700 ლარს ვხარჯავდით, ახლა მხოლოდ 400 ლარი გვიჯდება“, - ამბობს ფატი.

განახლებად ენერგიას მაჭახლის ხეობაში ამჯერად ათიოდე ოჯახი იყენებს, მაგრამ 2019 წლიდან მათი რიცხვი 100-მდე გაიზრდება. ოჯახური სასტუმროების გახსნით დაინტერესებულმა მოსახლეებმა UNDP-სა და GEF-გან სხვა ტიპის დახმარებაც მიიღეს - შესაბამისი ტრენინგები გაიარეს და სასტუმროების აღჭურვისათვის პირველადი ხელშეწყობა მიიღეს.

მწვანე ფერმები

ეკო-ფერმერობა მაჭახლის ხეობის  ეკონომიკური განვითარების კიდევ ერთი მიმართულებაა.

მცირე ფერმერები იღებენ ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას მეღვინეობის, მეფუტკეობისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებისათვის. განხორციელდა რამდენიმე საპილოტე პროექტი ადგილობრივი მეურნეობების მტაცებელი ცხოველების თავდასხმისაგან დაცვის მიზნით - სადაზღვევო სქემა და ელექტრო-ღობეების დაყენება. განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის პროგრამის შედეგად, ხეობის სოფლებში საგრძნობლად შემცირდა შეშის მოხმარება, გაიზარდა იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც მზად არიან შეშა ბიომასითა  და მზის ენერგიით ჩაანაცვლონ.

მაჭახელას ეროვნულ პარკში განხორციელებული ინიციატივა UNDP-ის უფრო ფართო საქმიანობის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებას, მწვანე გადაწყვეტილებების დანერგვას და გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას სოციალური და ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში.

„წელს მაჭახელას ეროვნულმა პარკმა 9 ათასზე მეტი სტუმარი მიიღო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. მაჭახელას პოტენციალი გაცილებით მაღალია“, - ამბობს ნანა ბაუჟაძე.

მაჭახელაში უკვე მიღწეული წარმატება იმის საწინდარია, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობები აუთვისებელი არ დარჩება. 

ფოტოები

Slide
ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ირაკლი ძნელაძე/UNDP

მეტი ინფორმაცია

საქართველოს წამყვანი მედიის ჟურნალისტები მაჭახელის ხეობაში განახლებადი ენერგიის, ეკოტურიზმისა და…

მაჭახლის ხეობის მაცხოვრებლებმა მიიღეს სადაზღვევო პოლისები მტაცებელი ცხოველების თავდასხმისაგან…

მაჭახელას ხეობაში ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგოტექნოლოგიების ტესტირება განხორციელდა.

საქართველოში დაინერგება ნიადაგის ხარისხის განახლებული ნორმები, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან მოქმედ…

UNDP, GEF და საქართველოს მთავრობა იწყებენ ახალ პროექტს გარემოს მონიტორინგის, მონაცემთა ანალიზისა და…

ტყუპი ჩანჩქერი, ახალი ტურისტული ბილიკები და ეკოლოგიური ოჯახური სასტუმროები მაჭახელას ეროვნული პარკში…

სახელმღვანელო განკუთვნილია სპეციალისტებისათვის, რომელშიც თავმოყრილია მონაცემები ტყის ძირითადი…

პუბლიკაციაში თავმოყრილია ინფორმაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროს მარეგულირებელი…

სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიომრავალფეროვნების დაცვაში ჩართული სპეციალისტებისათვის და მიზნად…

საველე მეგზურში „მავნებელი მწერები და სოკოები“ წარმოდგენილია ინფორმაცია ძირითადი მავნებელი მწერებისა…

ბროშურაში აღწერილია ჰაბიტატების მონიტორინგის ევროპული მიდგომები.

No content found

Icon of SDG 07 Icon of SDG 08 Icon of SDG 13 Icon of SDG 15

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი