ფოტოების ავროტები: დარო სულაკაური, ანა გუჯაბიძე/UNDP

ღია მმართველობის მიღწევა მოითხოვს პოლიტიკურ ნებას, საჯარო სექტორის ძირეულ რეფორმებს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობას და, რაც მთავარია, იმ ადამიანების პირად მაგალითს, რომლებიც თავისი საქმიანობით მას რეალობად აქცევენ. ირინა ფრუიძე, ლევან ავალიშვილი, სესილი ვერძაძე და რევაზ ბარბაქაძე - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) აქტივისტები ამის შესახებ თავად გვიამბობენ. 

ფოტოს ავტორი: დარი სულაკაური/UNDP

ირინა ფრუიძე

პარლამენტის წევრი, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე

„საზოგადოებას შეუძლია ენდოს მხოლოდ ღია და ანგარიშვალდებულ პარლამენტს“

საქართველოს პარლამეტში 2016 წელს ამირჩიეს. ამ ცვლილებით გამოწვეულ მღელვარებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც ვიგრძენი. ვიცოდი, რომ როგორც პარლამენტის წევრი და პარლამენტში არჩეულ რამდენიმე ქალთაგან ერთ-ერთი, ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო უფრო ღია, ანგარიშვალდებული და ძლიერი გამხდარიყო და სრულ შესაბამისობაში მოსულიყო საპარლამენტო დემოკრატიის მოთხოვნებთან.

მჯერა, რომ ღიაობას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც წარმომადგენლობისა და ხალხის ინტერესების დაცვისათვის, ასევე კარგი კანონების შექმნისათვის. ღიაობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ყველასთვის - მთავრობისთვის, პარლამენტისთვის და, რაც მთავარია, მოქალაქეებისათვის.

ვამაყობ, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ჩვენს რეგიონში და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელიც საკანონმდებლო ღიაობის პროცესს შეუერთდა. 2015 წელს საკანონმდებლო ღიაობის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა სტაბილურ პროგრესს მიაღწია.

დღეს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის შემდეგ, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გავაძლიეროთ ჩვენი პარლამენტი, გავხადოთ ის უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული და ამ გზით ქართველი ხალხის ნდობა მოვიპოვოთ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ.

ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

ლევან ავალიშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

„ჩამოტვირთეთ აპლიკაცია GeoParliament თქვენს მობილურში და ჩაერთეთ პარლამენტის მუშაობაში"

პარლამენტს ვირჩევთ, რათა მან ჩვენი ნება გამოხატოს.  მნიშვნელოვანია, რომ  საპარლამენტო ინფორმაცია ყველასათვის მისაწვდომი იყოს და შეგვეძლოს მონაწილეობა მონაწილეობა მივიღოთ ახალი კანონმდებლობის განხილვის პროცესში.

ჩვენი ორგანიზაცია - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) - მხარს უჭერს ღია და გამჭვირვალე მმართველობასა და ხალხის ჩართულობას კანონშემოქმედებით პროცესში. ბევრი ვიფიქრეთ, როგორ გაგვემარტივებინა საქართველოს პარლამენტის ურთიერთობა მოქალაქეებთან და მობილური აპლიკაციის შექმნაზე შევჩერდით.  

მობილური აპლიკაციის გამოყენება მარტივია და საშუალებას აძლევს მომხმარებელს, თვალი ადევნოს პარლამენტის ყოველდღიურ მუშაობას. აპლიკაციის საშუალებით ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია საპარლამენტო სესიების თარიღების, საკომიტეტო მოსმენების, ბიუროს სხდომებისა და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ.

ჩვენ ასევე შევქმენით პარლამენტის ვებ-გვერდის საჯარო ინფორმაციის მოდული, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის საჯარო დოკუმენტებს ღია მონაცემთა ფორმატში - პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებებსა და განკარგულებებს, ინფორმაციას შესყიდვების, საბიუჯეტო და ადმინისტრაციული ხარჯვის შესახებ. გარდა ამისა, შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვნა.  

აპი  და მოდული შემუშავებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მათი ჩამოტვირთვა შესაძლებელია Apple Store-სა და Google Play-დან.

ელექტრონული პეტიციები და ელექტრონული ხელმოწერა საპარლამენტო ღიაობის შემდეგი ნაბიჯებია. კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო შესაბამისი კანონმდებლობა, და იმედი ვაქვს, რომ განხორციელებაც არ დააყოვნებს.

ფოტოს წყარო: UNDP

სესილი ვერძაძე, ServiceLab-ის ხელმძღვანელი

„ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და უზრუნველყოფდეს მას სწრაფი, ხელმისაწვდომი სერვისებით“

ოთხი წელია ვხელმძღვანელობ ინოვაციური სერვისების ლაბორატორიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. ეს არის პირველი სახელმწიფო დაწესებულება რეგიონში და ერთადერთი საქართველოში,   რომელიც  ნერგავს ინოვაციებს სახელმწიფო სექტორში.

სერვისების ლაბორატორია შეიმნა 2014 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. ეს არის იდეების ინკუბატორი, რომელიც იკვლევს მოქალაქეების საჭიროებებს, აანალიზებს სერვისებსა და პროდუქტებს, გენერირებს ახალ იდეებს და ქმნის მათ პროტოტიპებს.

წლების განმავლობაში სერვისების ლაბორატორია ბევრი წარმატებული ინიციატივის მონაწილე იყო, მათ შორის არის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცხელი ხაზის, 112-ის, ადაპტაცია სმენადაქვეითებული მოქალაქეებისათვის, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ახალი სერვისის კონცეპცია, რუსთავის ინოვაციური ჰაბი, და რუსთავის მოსახლეობასთან ერთად შექმნილი  ადგილობრივი საჯარო სერვისების ახალი დიზაინი.

სერვისების ლაბორატორია აქტურად არის ჩართული მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმაში. ის ხელს უწყობს სერვისების დიზაინის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების პოლიტიკის შემუშავებას, მოქალაქეების ჩართულობას სერვისების დიზაინისა და მიწოდების შექმნაში ეროვნულ დონეზე და მის გავრცელებაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

სერვისების ლაბორატორიამ შეცვალა სახელმწიფო სერვისების შექმნის პროცესი და კარი გაუღო სახელმწიფოს, მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობას.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და უზრუნველყოფდეს მას კარგი, სწრაფი და ხელმისწვდომი სერვისებით. ღია მმართველობა არის მოქალაქეების ჩართულობისა და ინფორმაციის გაზიარების საუკეთესო მოდელი. ღია მმართველობა ამცირებს კორუფციას, და შესაბამისად, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას.  საბოლოო ჯამში, ის  ემსახურება ყველას - მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ხელისუფლებას. ანგარიშვალდებულება, ინოვაცია, პროგრესი - ეს არის ღია მმართველობის უპირატესობა და მისი წარმატების ფორმულა.

ფოტოს ავტორი: ანა გუჯაბიძე/UNDP

რევაზ ბარბაქაძე, სამოქალაქო აქტივისტი

"რუსთავი საქართველოს პირველი რეგიონული ქალაქია, რომელმაც ღია მმართველობის სტრატეგია შეიმუშავა. ეს ჩემი პირადი სიამაყის წყაროა"

მიყვარს ჩემი ქალაქი. მინდა, რომ უფრო ლამაზი იყოს, უფრო განვითარებული და უფრო ბედნიერი. ვიცი, ვერაფერს მივაღწევთ, თუ დემოკრატიას მოქალაქეებთან  არ მივიტანთ, ხოლო მოქალაქეებს დემოკრატიამდე არ მივიყვანთ. უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს მოქალაქეობა და მმართველობა. ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩართულობის საუკეთესო გზები აღმოვაჩინოთ.

რუსთავის განვითარებას ყოველ დღე ვადევნებ თვალს. ვხედავ, რომ ადამიანები მეტად ზრუნავენ საკუთარ ქალაქსა და მოქალაქეებზე. ხელისუფლება ამ ტენდენციას უნდა აჰყვეს და განვითარების ტემპი შეინარჩუნოს.  

ამჟამად რუსთავის მერიაში ვმუშაობ. ჩემი საქმე რუსთავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების შემუშავება და დანერგვაა გახსნილობისა და თანამონაწილეობის უზრუნველყოფისათვის.

2017 წლიდან რუსთავი საქართველოს პირველი რეგიონული ქალაქია, რომელმაც ღია მმართველობის სტრატეგია შეიმუშავა. ეს ჩემი პირადი სიამაყის წყაროა. 

2018 წლის ივლისში რუსთავის მიღწევებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე მსოფლიო სამიტზე წარმოვაჩენთ, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. მთელს მსოფლიოს მოვუყვებით, რას ვაკეთებთ ადგილობრივ თვითმმართველობაში ღიაობის პრინციპების დანერგვისათვის. ეს სიამაყის კიდევ ერთი მიზეზია.  

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქალაქისა და თანამოქალაქეების პოზიტიურ გარდაქმნაში შევძელი წვლილის შეტანა. 

მეტი ინფორმაცია

„რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ“ მიმდინარე კამპანიის ნაწილია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი…

საპარლამენტო საქმიანობა სამი სტრატეგიული მიმართულებით წარიმართება - ევროკავშირთან საკანონმდებლო…

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი განიხილავენ…

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი თავისი საქმიანობის სამომავლო პრიორიტეტებს…

საქართველოში გამართულ გლობალურ სამიტზე განიხილება ახალი გზები ღია მმართველობის მიღწევაში.

ჰუმანოიდი რობოტი საუბრობს ხელოვნური ინტელექტის როლზე სახელმწიფო სერვისების განვითარებაში.

Icon of SDG 09 Icon of SDG 16

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი