კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში

საქართველოში კატასტროფების რისკის შემცირების სისტემის შექმნის მხარდაჭერა

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

მიმოხილვა

2015 წელს საქართველომ ხელი მოაწერა კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ სენდაის ჩარჩო-პროგრამასა  და კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის ხელშეკრულებას. ქვეყანამ უკვე შეიმუშავა 2017-2020 წლების კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია იმისათვის, რომ ეფექტურად იმოქმედოს შესაძლო საფრთხეების წინააღმდეგ. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კლიმატის ცვლილებისადმი ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური ხელშეწყობით, ეხმარება საქართველოს მთავრობას კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერებაში, კერძოდ, მრავალმხრივი საფრთხეების რუკების შედგენასა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის შეფასების მეთოდოლოგიის გამოყენებაში. ინიციატივა ორიენტირებულია კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში არსებული მდგომარეობისა და მართვის პრაქტიკის შესახებ მნიშვნელოვანი საბაზისო ინფორმაციის მოპოვებაზე იმისათვის, რომ შეიქმნას კატასტროფების რისკის შემცირების ფუნქციონალური სისტემა საქართველოში.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15
თბილისი, საქართველო 

საკონტაქტო პირები

სალომე ლომაძე
პროექტის მენეჯერი
salome.lomadze@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულების ხელმძღვანელი
Nino.antadze@undp.org