საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) განხორციელებაში და კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

ამ მიზნის მისაღწევად გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შესაბამის სამთავრობო უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობს. მათ შორის არიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ადგილობრივი თვითმმართველობები; სასამართლო სისტემა; სახალხო დამცველი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

რას ვაკეთებთ

  • საქართველოს კანონმდებლობის შესწავლა გაეროს კონვენციასთან მისი შესაბამისობის დასადგენად და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებების მომზადება.
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელშეწყობა, რომლის მიზანია შენობა-ნაგებობების ფიზიკური ხელმისაწვდომობის სტანდარტის შემუშავება და შესაბამის კანონმდებლობაში ასახვა.
  • პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში შშმ პირთა მონაწილეობის შემაფერხებელი ფაქტორების შესწავლა.
  • საქართველოს სახალხო დამცველის შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს კონვენციის განხორციელების მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით.
  • სასამართლო სისტემის სამუშაო სტანდარტების  გაეროს კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა. იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობა და მოსამართლეებისთვის შესაბამისი სასწავლო მოდულების მომზადება და დანერგვა.
  • შშმ პირთა ადგილობრივი საბჭოების შესაძლებლობების გაზრდა ინკლუზიური ადგილობრივი სერვისების განვითარების მიზნით. შშმ პირების, განსაკუთრებით შშმ ქალების, უფლებების დაცვა მუნიციპალურ დონეზე.   

მოსალოდნელი  შედეგები 

  • შშმ პირების შესახებ ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, მათ შორის კანონების, წესდებებისა და ტექნიკური რეგულაციების შემუშავება.
  • შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური ადგილობრივი სერვისების დაგეგმვა გაეროს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.
  • შშმ პირების, მათ შორის შშმ ქალებისა და გენდერულ საფუძველზე ძალადობის მსხვერპლების, სამართლებრივი დაცვის საშუალებების გაუმჯობესება.
  • სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა შშმ პირთა უფლებების დაცვისა და გაეროს კონვენციის განხორციელების მონიტორინგის საქმეში. არასამთავრობო და  შშმ პირთა ორგანიზაციების, მათ შორის ქალთა ორგანიზაციების, ჩართულობის მხარდაჭერა.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15ა
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

მარიამ თუთბერიძე
პროექტის მენეჯერი
mariam.tutberidze@undp.org

გიგი ბრეგაძე
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

სტატუსი მიმდინარე
დაწყების თარიღი დეკემბერი 2018
დასრულების თარიღი ნოემბერი 2019
მიმართულება დემოკრატიული მმართველობა
პარტნიორები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ადგილობრივი თვითმმართველობები; სასამართლო სისტემა; სახალხო დამცველი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
Donor გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
Budget US$ 300,000