ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობა არჩევნების მედიამონიტორინგის მიმართ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობა არჩევნების მედიამონიტორინგის მიმართ

მიმოხილვა

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ პროფესიული მედიამონიტორინგის განვითარებას საქართველოში, როგორც მედიის მრავალფეროვნების, ჟურნალისტური სტანდარტის ამაღლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო ფუნქციის მხარდაჭერის გზას.

2010-2020 წლებში, ამ ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა საარჩევნო პროცესის გაშუქების კვლევა რვა ძირითადი არჩვენების დროს:

  1. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (2010)
  2. საპარლამენტო არჩვენები (2012)
  3. საპრეზიდენტო არჩევნები (2013)
  4. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (2014)
  5. საპარლამენტო არჩვენები (2016)
  6. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (2017)
  7. საპრეზიდენტო არჩევნები (2018)
  8. საპარლამენტო არჩვენები (2020)

პროექტის დოკუმენტი

რას ვაკეთებთ

მიმდინარე პროექტის მიზანია საარჩევნო მედიამონიტორინგი საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსვლელობაში.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მედიამონიტორინგი განახორციელა სამმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ინტერნიუს - საქართველომ და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC – საქართველო).

საარჩევნო მედიამონიტორინგი ჩატარდა 2020 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში. კვლევამ მოიცვა 43 მედია საშუალება - 12 ტელევიზია, 10 რადიო, 8 გაზეთი და 13 ონლაინ გამოცემა.

ტრადიციულ საარჩევნო მედიამონიტორინგთან ერთად, 2020 წლის კვლევამ ასევე შეისწავლა, თუ როგორ იყენებენ ქართული მედია-საშუალებები სოციალურ მედიას, კერძოდ ფეისბუკს, აუდიტორიასთან დასაკავშირებლად, და რა სახის მედია-კონტენტი ზიარდება ფეისბუკის გვერდებსა და ჯგუფებში, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.

მედიამონიტორინგის კიდევ ერთი დამატებითი თემა გახლდათ საქართველოს არჩევნებზე უცხოური გავლენის გაშუქება ქართულ მედიაში.

არჩვენების შემდგომ პერიოდში, 2021 წლის თებერვალი-მარტი, მედიამონიტორინგი მოიცავდა 33 მედია საშუალებას - 12 ტელევიზიას, 8 გაზეთსა და 13 ონლაინ გამოცემას. 

მედიამონიტორინგის მეთოდოლოგია და ანგარიშები ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე mediamonitor.ge

შედეგები 2010-2020

მედიამონიტორინგი

  • საარჩევნო პროცესის გაშუქების მედიამონიტორინგი რვა ძირითადი არჩევნების (2010-2020).
  • სოციალური და ეკონომიკური საკითხების გაშუქების მონიტორინგი (2011, 2012).
  • ინტერნეტ რესურსებისა და სატელევიზიო გადაცემების ხელშეწყობა მედია მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი დისკუსიის მხარდაჭერის მიზნით. 

მედიის განვითარება და ტრენინგი

  • პროფესიული ტრენინგი მედია მონიტორინგის საკითხებზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. ტრენერები: სლოვაკური ორგანიზაცია Memo'98 და იტალიური მედია კვლევის ცენტრი Osservatorio di Pavía.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15ა
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ზურაბ ხრიკაძე
პროექტის მენეჯერი
zurab.khrikadze@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

Impact

START DATE

January 2018

END DATE

December 2020

STATUS

Completed

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

United Nations Development Programme

DONORS

EUROPEAN COMMISSION

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$278,004

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2017$0

2018$268,524

2019$1,953

Full Project information