საჯარო-კერძო თანამშრომლობა ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას

თბილისში გაიმართა კონფერენცია საქართველოს კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ

21 June 2019

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების 80-ზე მეტმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო  პრაქტიკულ სემინარში საჯარო-კერძო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც 2019 წლის 21 ივნისს თბილისში გაიმართა.

სემინარის მიზანი იყო საქართველოს კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავება და ამ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან მოწვეულ ექსპერტებთან ერთად სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე საქართველოს კონტექსტში. მათ ასევე განიხილეს ის მთავარი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად ედება კერძო-საჯარო თანამშრომლობის პირობებში სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებას, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკურ განვითარებაში ინოვაციური მეთოდების დანერგვასა და მმართველობაში ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დამკვიდრებას.

სემინარს წინ უძღოდა მაღალი დონის კონფერენცია კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ერთი დღით ადრე, 2019 წლის 20 ივნისს გაიმართა.

კონფერენციისა და სემინარის ორგანიზატორია საქართველოს მთავრობის დადგენილებით ახლად შექმნილი საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო, ხოლო მხარდამჭერები - აზიის განვითარების ბანკი (ADB), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.

საკონტაქტო ინფორმაცია