საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, დღეს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობას განსაზღვრას.

სამოქმედო გეგმის წარდგენას, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა, საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება კომპლექსური ამოცანაა, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. „პარლამენტის ახალი სამოქმედო გეგმა ქმნის საპარლამენტო საქმიანობის ჩარჩოს, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის შექმნას, შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციას უკავშირდება", - დასძინა მან.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, აღნიშნა პარლამენტის გაზრდილი როლი ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საქმეში.

„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მიღწევებს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. „საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, საქართველოს პარლამენტი საკვანძო როლს ასრულებს შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების უზრუნველყოფაში".

„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ამბიციურ და დროში მკაცრად გაწერილ დღის წესრიგს სთავაზობს“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. „დეტალური სამოქმედო გეგმის არსებობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ის პარლამენტის ორწლიან საქმიანობას განსაზღვრავს. სამოქმედო გეგმის შემუშავების შედეგად, პარლამენტს ზუსტი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი, ვის მიერ და რა ვადებში, რაც იმის საწინდარია, რომ საქართველო მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ევროკავშირთან ამ  საეტაპო შეთანხმებისგან“.

საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ეყრდნობა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით 2017 წელს ჩატარებულ საბაზისო კვლევას. სამოქმედო გეგმის დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის ბიურომ 2019 წლის 19 მარტს მიიღო. გეგმის მიზანია პარლამენტის როლის გაძლიერება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების საქმეში და ამ პროცესში ჩართული საპარლამენტო კომიტეტების ერთიანი სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბება. გეგმით განსაზღვრული საპარლამენტო საქმიანობის სამი სტრატეგიული მიზანი მოიცავს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებას, ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობას  და საზოგადოებასთან კომუნიკაციას ევროინტეგრაციის შესახებ.

საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, შეთანხმება, ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა. ამ დოკუმენტის მიღებამ კიდევ უფრო გააღრმავა საქართველოს პოლიტიკური ინტეგრირება და ეკონომიკური დაახლოება ევროკავშირთან. საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაახლოვდეს 346 დირექტივასთან, 213 რეგულაციასთან, 57 გადაწყვეტილებასა და 31 რეკომენდაციასთან, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სტანდარტებთან. ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე ამ ვალდებულებათა თითქმის ნახევარი უნდა შესრულდეს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მადონა ნოზაძე, საქართველოს პარლამენტი, mnozadze@parliament.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

დამატებითი ინფორმაცია

„რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ“ მიმდინარე კამპანიის ნაწილია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი…

საპარლამენტო საქმიანობა სამი სტრატეგიული მიმართულებით წარიმართება - ევროკავშირთან საკანონმდებლო…

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა ხელს უწყობენ თემატური მოკვლევის პრაქტიკის…

საქართველოს პარლამენტი ახალი რეგლამენტის მიღების შედეგად მიღწეულ პროგრესს წარადგენს.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი განიხილავენ…

პრობლემები, რომლებსაც აწყდებიან საქართველოს ქალები პოლიტიკურ ასპარეზზე - სოციოლოგიური ანალიზი და…

Icon of SDG 16

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი