საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარება

UNDP და შვედეთის მთავრობა ხელს უწყობენ საქსტატის მუშაობის გაუმჯობესებასა და მაღალი ხარისხის ობიექტური და სანდო სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებას

4 July 2019

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქსტატი, შეიმუშავებს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რომელთა მიზანია სამსახურის მუშაობის გაუმჯობესება და მაღალი ხარისხის ობიექტური და სანდო სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.

საქსტატის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მიმდინარეობს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. პროცესს კოორდინირებას უწევს ამ მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო, რომლის პირველი სხდომა 2019 წლის 4 ივლისს თბილისში გაიმართა.

უწყებათაშორისი საბჭოს პირველ სხდომას საქართველოს სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს ეხმარებიან.

ღონისძიება გახსნა და საბჭოს წევრებს მიმართა გოგიტა თოდრაძემ, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა და უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარემ.

შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, იმსჯელეს  არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

საერთაშორისო ექსპერტმა, ალპერ გუჯუმენგილმა, ისაუბრა სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის კონცეფციისა და განხორციელების შესახებ, ხოლო ჯერი ო’ჰანლონმა საბჭოს წევრებს გააცნო ევროსტატის, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) მიერ 2018-2019 წლებში განხორციელებული სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასების დოკუმენტი და მასში არსებული ძირითადი რეკომენდაციები.

შეხვედრის დასასრულ გაიმართა დისკუსია საქსტატის სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისა და საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის შემდგომი განვითარების შესახებ.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ბორის ეზუგბაია, საქსტატი, +995 32 2367210 ext.100, +995 5999 714407, bezugbaia@geostat.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP საქართველო, +995 599 579105, irine.sulava@undp.org