საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ეფუძნება

საერთაშორისო კონფერენცია იურიდიული დახმარების შესახებ, ILAC 2018, ხაზს უსვამს გლობალურ გამოწვევებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს იურიდიული დახმარების სისტემების შექმნისა და რეფორმირების საქმეში

13 November 2018

ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იურიდიული დახმარება და მასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევები განიხილება საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში 13 ნოემბერს გაიხსნა. კონფერენციის მუშაობაში ჩართულია 300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.

ამ მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიება მსოფლიოში მესამედ ტარდება. პირველი საერთაშორისო კონფერენცია იურიდიული დახმარების საკითხებში 2014 წელს სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, ხოლო მეორე 2016 წელს არგენტინაში.  

„საქართველოსათვის პატივია ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებას უმასპინძლოს. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ყველას გავუზიაროთ ჩვენი ქვეყნის გამოცდილება, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნასა და განვითარებას უკავშირდება. ჩვენი ათწლიანი მუშაობის შედეგად საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური ყოველ წელს 30 ათასზე მეტ ადამიანს ეხმარება“, - განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში მელიტონ ბენიძემ, საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა.

ILAC 2018 ხაზს უსვამს, რომ იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა საერთო გამოწვევაა როგორც მთავრობებისათვის, ასევე იურიდიული დახმარების მიმწოდებლებისათვის. კონფერენციის მონაწილეები, რომელთა რიცხვში შედიან პარლამენტების, მთავრობების, მართლმსაჯულების სისტემის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისევე როგორც უფლებადამცველები, პრაქტიკოსი იურისტები და ექსპერტები,  იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს განიხილავენ, რომელთა  გადადგმა აუცილებელია მდგრადი და ინსტიტუციურად გამართული იურიდიული დახმარების სისტემების შესაქმნელად.       

კონფერენციის მსვლელობაში გაიმართება საექსპერტო დისკუსიები და სამუშაო ჯგუფები, სადაც კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ იურიდიული დახმარების სისტემის კონკრეტული რეფორმების შესახებ მათი ქვეყნების უნიკალური კონტექსტის გათვალისწინებით.

იურიდიული დახმარების შესახების მესამე საერთაშორისო კონფერენცია, ILAC 2018, 15 ნოემბერს დასრულდება. კონფერენციის დასასრულს მისი მონაწილეები მიიღებენ დეკლარაციას, რომლითაც კიდევ ერთხელ დაადასტურებენ თავის მზაობას, გააუმჯობესონ იურიდიული დახმარების სისტემები, განავითარონ იურიდიული დახმარების ქსელი და გააღრმავონ საერთაშორისო თანამშრომლობა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების საკითხებში.  

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი და იურიდიული დახმარების სამსახური, საერთაშორისო სამართლებრივ ფონდთან (ILF), ღია საზოგადოება სამართლებრივ ინიციატივასთან (OSJI), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსთან (UNODC) ერთად.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU), ევროსაბჭო (CoE), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG).

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნინო ჩუტკერაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახური, +995 577 400675, nchutkerashvili@legalaid.ge
  • გიორგი სელიმაშვილი, კონფერენციის ILAC 2018 კომუნიკაციების კონსულტანტი, +995 (599) 427737, george.selimashvili@gmail.com, ilac2018@legalaid.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • ბეთსი უოლტერსი, საერთაშორისო სამართლებრივი ფონდი (ILF), +1 512 695 9952, bwalters@theilf.org

ფოტოები

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP