ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2018 წლის 2 და 3 ივნისს საქართველოს მთავრობისა და ყაზბეგის განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე  სტეფანწმინდაში გამართულ სემინარზე იმსჯელეს.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და “ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.  

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და სამინისტროს შესაბამისი ერთეულების წარმომადგენლებმა ყაზბეგის განვითარების ჯგუფს მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის განვითარების ახალი კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები. ყაზბეგის განვითარების ჯგუფი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. იგი ერთ-ერთია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი რვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან.

შეხვედრის ძირითადი საკითხები შეეხებოდა სახელმწიფო პროგრამებს და ინიციატივებს, რომლის მიზანია სოფლის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებით, სოციალური და საჯარო სერვისების გაუმჯობესებით, დასაქმების ზრდისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვით.

„ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის და ახალი სტრატეგიის მომზადებისთვის. ყოველ სოფელს განსაკუთრებული შესაძლებლობები და გამოწვევები გააჩნია. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ხელს უწყობენ თემის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია სოფლის განვითარებისთვის, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ.

შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ გამოწვევებზე, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და ყაზბეგის განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული ყაზბეგის განვითარების 2016-2020 წლების სტრატეგიის შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვისა და სოფლის ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხებს, სოფლის განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშნელობას.

უახლოეს თვეებში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრები გაიმართება ასევე კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, 595989916, tamar.k@actionprgroup.com
  •  სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599196907 sophie.tchitchinadze@undp.org

ფოტოები

Slide
Slide
Slide
Slide
Slide

დამატებითი ინფორმაცია

პროგრამა ENPARD ხელს უწყობს თვისებრივ ცვლილებებს საქართველოს განვითარებაში, ეხმარება ქვეყანას…

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელთა საერთო ბიუჯეტი 22 მილიონი ევროა, უშუალო…

საქართველოს მთავრობამ და ყაზბეგის განვითარების ჯგუფმა სოფლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტი წამყვან როლს შეასრულებს მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგში.

ევროკავშირის ხელშეწყობით შექმნილ ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს თავისი წვლილი შეაქვთ საქართველოს…

ოცდაათმა ადგილობრივმა ექსპერტმა გაიარა ტრენერთა ტრენინგი სოფლის განვითარებასთან დაკავშირებულ…

200-მდე ადგილობრივმა საჯარო მოხელემ მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო სემინარებში სოფლის განვითარების…

ცხოვრება კონფლიქტის გამყოფ ხაზზე, ომისა და მშვიდობის ზღვარზე. ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და…

"მოცვის მოყვანა რომ გადავწყვიტეთ, მეზობლები ეჭვის თვალით გვიყურებდნენ. თუმცა ჩვენი წარმატების…

აჭარის მცირე ფერმერები დგამენ პირველ ნაბიჯებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისაკენ.

ზაფხულობით აჭარაში დამსვენებელებისა და ტურისტების მოზღვავებაა. თუმცა, ბათუმის მაცხოვრებლებისთვის…

Icon of SDG 01 Icon of SDG 08 Icon of SDG 10

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი