ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2018  წლის 25 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურში სატელეფონო კონსულტაციების ქოლ–ცენტრი ამოქმედდა. (032) 2920055 ნომერზე დარეკვით მოქალაქეები კვალიფიციური იურისტის კონსულტაციისა და დახმარების მიღებას შეძლებენ.

ქოლ-ცენტრის კონცეფციის მომზადება, მისი ტექნიკური აღჭურვა და თანამშრომლების გადამზადება  ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

იურიდიული დახმარების სამსახურში ქოლ–ცენტრის ამოქმედების საჭიროება მოქალაქეთა მომართვიანობის გაზრდამ განაპირობა. 2017-2018 წლებში  გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი საგრძნობლად გაფართოვდა. მომსახურებამ მოიცვა შრომითი და უძრავ ნივთებთან დაკავშირებული დავები, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევები, ხოლო მოქალქეებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

ქოლ-ცენტრის ამოქმედება საშუალებას აძლევს იურიდიუილი დახმარების სამსახურს უფრო ზედმიწევნით დაიცვას მისი საქმიანობის მთავარი პრინციპი და დროული და ეფექტიანი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებს.

ქოლ-ცენტრის მეშვეობით ადვოკატის რჩევის მიღებას ნებისმიერი მოქალაქე შესძლებს, მისი გადახდისუნარიანობისა თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად, ხოლო იურიდიული დახმარების სამსახურის სრული სერვისი - მაგალითად, ადვოკატის მომსახურება და სასამართლოში წარმომადგენლობა - როგორც ადრე, მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გავრცელდება.

ქოლ–ცენტრის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, იურიდიული დახმარების სამსახურმა საკონკურსო წესით ოთხი კონსულტანტ–ოპერატორი შეარჩია, რომლებმაც შესაბამისი ტრენინგი გაიარეს. ტექნიკური აღჭურვილობის წყალობით, ქოლ-ცენტრის ოპერატორები ოთხ კონსულტაციას ერთდროულად ჩაატარებენ, რაც საგრძნობლად გაზრდის ქოლ-ცენტრის ოპერატიულობასა და ეფექტიანობას.

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უფასო სამართლებრივ  დახმარებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფს და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის მიმართ. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის, იურიდიული დახმარების ორი ბიუროსა და შვიდი საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

დაარსების დღიდან დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეულია 170 ათასზე მეტი კონსულტაცია, როგორც პირადად, ასევე სატელეფონო და ონლაინ–დახმარების მეშვეობით. დისტანციური მომსახურების დაახლოებით 60% სწორედ სატელეფონო კონსულტაციებზე მოდის, დანარჩენი კი სხვადასხვა ონალინ პლატფორმის (ფეისბუკი, სკაიპი, ელფოსტა) საშუალებით ხორციელდება. სამსახურის  ვებგვერდზე  www.legalaid.ge და სოციალური ქსელის გვერდზე www.facebook/legalaid.ge მუშაობს ონლაინ–ჩათი, რომელსაც მოქალაქეები მათთვის საინტერესო სამართლებრივ კითხვებზე პასუხების მისაღებად მიმართავენ.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იურიდიული დახმარების სამსახურთან მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობენ. ბოლო წლებში ამ მრავალმხრივი დახმარების ფარგლებში განხორციელდა იურიდიული სამსახურის რეორგანიზაცია მართვის თანამედროვე პრინციპების შესაბამისად, შეიქმნა განხილული საქმეების ქეისბანკი, განახლდა იურიდიული დახმარების სამსახურის ვებ-გვერდი და მოხდა მისი ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისათვის, გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის განახლებული ადმინისტრაციული ოფისი თბილისში, ჩატარდა სხვადასხვა სახის ტრენინგი იურისტებისა და კონსულტანტებისათვის.    

ევროკავშირის (EU) პროგრამა EU4Justice, რომლის ბიუჯეტი 50 მილიონ ევროს შეადგენს, საქართველოსა და ევროკავშირის ჩარჩო თანამშრომლობის ნაწილია. პროგრამის მხარდაჭერით სარგებლობენ იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ასევე სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციები.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნინო ჩუტკერაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახური, +995  577 400675, nchutkerashvili@legalaid.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

Photos

Slide
Slide
Slide

Explore more

Loading…
Loading…
Loading…
Icon of SDG 16

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი