ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 200-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა სამუშაო შეხვედრაზე 9 ოქტომბერს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო  მოთხოვნების განხილვისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მიზნით.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოლი ლიენმა, და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიგი ბრეგაძემ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული მდგომარეობა სპეციფიკური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით  და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა წარმოადგინეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საქართველოსთვის მისაღები ვარიანტები, მათ შორის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პოტენციური სქემები ელექტრონული ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენებისთვის; ასევე სხვა სპეციფიკური ნარჩენებთან დაკავშირებული თემატური კვლევები. ამ შეხვედრით ოფიციალურად დაიწყო საკონსულტაციო პროცესი მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტების პროექტებზე.

ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, რომელიც შეიცავს 1000-მდე სახიფათო და არასახიფათო ნივთიერებას.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ევროპაში დანერგილი ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელია. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე.

საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა სპეციფიკური ნარჩენებისთვის, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან უნდა შევიდეს. სპეციფიკურ ნარჩენებს განეკუთვნება:  შეფუთვის ნარჩენები (პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და მის დასანერგად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და საზოგადოებისა და კერძო სექტორის ცნობიერების სათანადო დონე. ამ მიმართულებით, საქართველოში 2017 წლიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება რამდენიმე პროექტი.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც პირველად შვედეთში თომას ლინდკვისტის მიერ შვედეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილ 1990 წლის ანგარიშში იქნა წარმოდგენილი, ხელს უწყობს:

  • ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და რესურსად გამოყენებას
  • ნარჩენების ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის სხვა ფორმების დანერგვას
  • ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის შემცირებას
  • სახიფათო ნივთიერებების უსაფრთხო დამუშავებას
  • რესურსებისა და ღირებული მეორადი ნედლეულის გამოყენებას
  • სხვადასხვა პროდუქციის სასიცოცხლო ციკლში ჩართული ყველა ოპერატორის (მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, მომხმარებელი, შემგროვებელი, დამშლელი, რეციკლირების განმახორციელებელი და ექსპორტიორი) საქმიანობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესებას
  • პროდუქციის უკეთესი დიზაინის შექმნას
  • ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას, და რაც მთავარია,
  • ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის კოორდინატორი/ კომუნიკაციის ექსპერტი ნარჩენების მართვის დარგში, ტექნიკური დახმარება საქართველოში, ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით ცნობიერებისა და კომუნიკაციის დონის და ამ დარგში, ევროკავშირის მხარდაჭერის ცნობადობის ასამაღლებლად,  +995 5 77 293979, inganikagosian@gmail.com
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • მიკოლაი ბეკასიაკი, ევროკავშირის წარმოადგენლობა საქართველოში, Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
  • ირინა სულავა, UNDP საქართველო, irine.sulava@undp.org, +995 599 579105

ფოტოები

Slide
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Slide
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Slide
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Slide
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Slide
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Slide
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Slide
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Slide
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დამატებითი ინფორმაცია

საქართველოს მიერ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერვა წინ გადადგმული ნაბიჯია…

ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მზარდი ბაზრის პირობებში საქართველოს სჭირდება ელ.ნარჩენების…

საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ საქართველოს ნარჩენების მართვის…

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) მოთხოვნები და მის დანერგვასთან დაკავშირებული კონკრეტული…

Icon of SDG 12

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი