ევროკავშირი, UNDP იწყებენ საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგს

მედიამონიტორინგის ახალი რაუნდი დააკვირდება არჩევნების გაშუქებას 37 სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ მედია საშუალებაში

18 June 2018

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ საქართველოში თავისუფალი, მრავალფეროვანი და პროფესიული მედიის განვითარებას საარჩევნო მედიამონიტორინგის ჩატარების მეშვეობით. მედიამონიტორინგის ახალი რაუნდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას დააკვირდება.

მედიამონიტორინგი 2018 წლის 18 ივნისს დაიწყება და არჩევნების შემდგომი პერიოდის ჩათვლით გაგრძელდება. კვლევა მოიცავს 37 სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ მედია საშუალებას. პირველი შემაჯამებელი ანგარიშები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება. მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება ნოემბერსა ან დეკემბერში, რაც არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ დაზუსტდება.

საარჩევნო მედიამონიტორგში ჩართულია სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუსი – საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI).

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგი 2010 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია მედიის მრავალფეროვნებისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო ფუნქციის განვითარება. 2010 – 2017 წლებში მედიამონიტორინგის ინიციატივის ფარგლებში უკვე განხორციელდა საარჩევნო პროცესის გაშუქების კვლევა საქართველოს ექვსი ძირითადი არჩევნების დროს. მედიამონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.mediamonitor.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველოში, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org 
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu