ნახატებისა და პოსტერების კონკურსი „საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში”

30 October 2018

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, UK aid-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს, აცხადებს კონკურსს საუკეთესო ნახატისა და/ან პოსტერის გამოსავლენად თემაზე - „საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში”.

კონკურსის მიზანია - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საჯარო მმართველობის მიმდინარე რეფორმის შესახებ. კონკურსში გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ფასიანი საჩუქრებით, ხოლო მათი ნამუშევრები დაიბეჭდება სხვადასხვა საკომუნიკაციო მასალაზე (პოსტერი, ბანერი, მაისური, ბლოკნოტი, ჩანთა და სხვა). 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს, 18-29 წლამდე.

როგორ მივიღო მონაწილეობა კონკურსში?

  1. მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს მინიმუმ ერთი ნამუშევარი: ნახატი და/ან პოსტერი.
  2. ამასთან, აუცილებელია, რომ ნამუშევარი უკავშირდებოდეს საჯარო მმართველობის რეფორმის ჩვენთვის პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა საჯარო სამსახური და  სახელმწიფო სერვისები.
  3. ნამუშევრები შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ მხატვრულ სტილში, მაგრამ მათი შინაარსი უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი ფართო აუდიტორიისთვის.
  4. ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს.
  5. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან ნამუშევარი  კონკურსიდან.
  6. კონკურსში მიიღება მაღალი რეზოლუციის ციფრული ვიზუალიზაცია ნებისმიერ გრაფიკულ ფორმატში (.jpg, .tiff, .png და ა.შ.). ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს.

საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/7NjXPY 

კონკურსში ნამუშევრის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ:

  • ფლობთ საავტორო უფლებებს და გამოგზავნილი ნამუშევარი თქვენი შექმნილია, და
  • კონკურსის ორგანიზატორებს ანიჭებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ თქვენს მიერ გამოგზავნილი ვიზუალიზაცია ვებგვერდზე, სოციალურ მედიაში, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით).

ორგანიზაციას არ აქვს ნამუშევრების კომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლება.

რა კრიტერიუმებით შეფასდება ნამუშევრები?

  • თემასთან - „საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში” შესაბამისობა
  • საკითხის ინოვაციური გამოხატვა, ნახატის ან პოსტერის სახით
  • ნამუშევრის კონცეფცია
  • ნამუშევრის შესრულების ხარისხი

დაჯილდოება

  • კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ საჩუქრები
  • კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი

საკონტაქტო ინფორმაცია

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე.

საკონტაქტო პირები
ირინე სულავა, irine.sulava@undp.org
ნინო ჭანტურია, nino.chanturia@undp.org  

პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ შესახებ ინფორმაცია იხილეთ: https://goo.gl/5BLEzX