ევროკავშირი, UNDP მხარს უჭერენ პარლამენტისა და ახალგაზრდების დიალოგს

Mon May 14 00:00:00 EDT 2018

ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

2018 წლის 14 მაისს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სტუდენტებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან არაფორმალური შეხვედრა გამართა და კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარებული შეხვედრას 80-მდე ახალგაზრდა, საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი დაესწრო.

მიხეილ ყაველაშვილმა, კომიტეტის თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ სპორტის მთლიანობისა და ფასეულობების დაცვა და ადამიანური კაპიტალის  განვითარება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები იქნება.

"საქართველოს პარლამენტი უფრო აქტიურ როლს შეასრულებს ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევაში. განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, მათ შორის სპორტის შესახებ კანონს მიექცევა," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ირინა ფრუიძემ, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართულობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს საქართველოს პარლამენტის ღიაობისათვის.

"მნიშვნელოვანია შეიქმნას მდგრადი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ პარლამენტის მუშაობაში," - აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში რამდენიმე პრიორიტეტული სფეროა გათვალისწინებული, მათ შორისაა ახალგაზრდული აქტივობები, სპორტის შესახებ კანონის განახლება და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებსა და პოლიტიკურ ვალდებულებებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების შემოღება და დახვეწა. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების, მდგრადი განვითარების მიზნებისა და სხვა საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილებების განხორციელება კომიტეტის საქმიანობის ცენტრალურ მიმართულებებს წარმოადგენს.

"ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარება და მათი აქტიურობის გაზრდა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომელიც ხელს უწყობს მათ ჩართულობას და მონაწილეობას ქვეყნის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში", - აღნიშნა ნინო სამველიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კულტურის, ახალგაზრდობისა და საინფორმაციო საზოგადოების პროგრამის მენეჯერმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტმა თავისი სამწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2018 წლის აპრილში გამოაქვეყნა. ახალგაზრდებთან დისკუსია ამ საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებასთან ღია დიალოგს და ახალი იდეების გაზიარებას ისახავს მიზნად.

"საჯარო განხილვები საპარლამენტო სტრატეგიების შესახებ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ღია და გამჭვირვალე მმართველობის მისაღწევად. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან ამ საუბარში თავისი ინოვაციური ხედვით, ცოდნითა და კრეატული იდეებით," - განაცხადა ნათია ნაცვლიშვილმა, UNDP-ის პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელმა საქართველოში.

საპარლამენტო კომიტეტების წლიური ანგარიშების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და გამოქვეყნების პრაქტიკა 2014 წელს ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით დაინერგა. მას შემდეგ ამ დოკუმენტების გამოქვეყნება 15 საპარლამენტო კომიტეტიდან რვამ დაიწყო. ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ეს ვალდებულება ყველა საპარლამენტო კომიტეტს დაეკისრა.  

საკონტაქტო ინფორმაცია
  • ანა გოჩაშვილი, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი, +995 599 999908,  agochashvili@parliament.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი