ევროკავშირი, UNDP-თან თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ქსელის ჩამოყალიბებას

Tue Apr 17 00:00:00 EDT 2018

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

2018 წლის 16-17 აპრილს, ოცდაათმა ადგილობრივმა ექსპერტმა გაიარა ტრენერთა ტრენინგი სოფლის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ინტერაქტიული სასწავლო სემინარის პროგრამა სოფლის განვითარების სხვადასხვა სფეროს მოიცავდა, მათ შორის, სტრატეგიულ პროგრამირებას, განხორციელებასა და შეფასებას და საქართველოს რეალობაში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გამოყენებას.

ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. ტრენინგი შედგა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

სოფლის განვითარების ტრენერთა მომზადება შესაძლებლობების გაზრდის ინიციატივის ნაწილია, რომელიც სოფლის განვითარების კონცეფციის გააზრებას, საერთაშორისო ცოდნის გაზიარებას, დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას და სოფლის განვითარების ეროვნულ ექსპერტთა ქსელის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„სოფლის განვითარება აფართოებს ადამიანების შესაძლებლობებს მათ სათემოებსა და რეგიონებში ტრანსფორმაციული ცვლილების მისაღწევად, რომელიც განვითარების, პოლიტიკისა და ორგანიზაციული უნარების სიღრმისეულ გააზრებას უნდა ეფუძნებოდეს. ეროვნული ექსპერტიზის გაზრდა და ექსპერტთა ქსელის ჩამოყალიბება კარგ საფუძველს შექმნის ამ კომპლექსური რეფორმის წარმატებისათვის“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ტრენერთა ტრენინგს საერთაშორისო ექსპერტი, ბრიჯით მელმოიერ-ლარქერი, უძღვებოდა. სემინარის მონაწილეებს შორის იყვნენ სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, მათ შორის, სოციალური განვითარების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პროფესიონალები. მომავალ ტრენერთა ცოდნა და კვალიფიკაცია ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკისა და ინსტიტუციური რეფორმების გატარებას და სოფლის განვითარების კონცეფციის დამკვიდრებას.         

სოფლის განვითარების ხელშეწყობა ევროკავშირის (EU) მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით გაგრძელდება. 

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, +995 595 989916, tamar.k@actionprgroup.com
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP-ის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელი, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@moa.gov.ge

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი