განათლება და ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევას

Sat Apr 14 00:00:00 EDT 2018

ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

„განათლება და ეკონომიკური საქმიანობა აფართოებს ქალთა შესაძლებლობებს მიიღონ გადაწყვეტილებები ქვეყნის ცხოვრებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე და საკუთარი წვლილი შეიტანონ მომავლის შენებაში,“ - განაცხადა იზაბელ დინგიზიანმა, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ ფერმერ ქალებთან შეხვედრაზე.

შვედეთის პარლამენტის, შვედეთის საელჩოს, გაეროსა და  საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები კაჭრეთს 2018 წლის 14 აპრილს ეწვივნენ.

იზაბელ დინგიზიანი - შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მარტინა ქუიქი - შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნათია ნაცვლიშვილი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელი, და ქეთევან ნატრიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, შეხვდნენ საზოგადოებრივი კოლეჯის მასწავლებლებს, სტუდენტებს და ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრებს.

სტუმრებმა კოლეჯის ტერიტორია, აუდიტორიები, სახელოსნოები და სასწავლო ნაკვეთები დაათვალიერეს, მოინახულეს მცირე ფერმები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებსაც ქალი ფერმერები ხელმძღვანელობენ.

„ადგილობრივი ეკონომიკა სოფლად მცხოვრები ქალების მხრებზე დგას. ხშირ შემთხვევაში სწორედ ქალები აძლევენ ბიძგს იმ ტრანსფორმაციულ ცვლილებას, რომელიც მდგრად განვითარებას განაპირობებს. გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობის მიზანია აღჭურვოს სოფლად მცხოვრები ქალები გდაწყვეტილების მიღებისა და მეწარმეობისათვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. მხოლოდ გასულ წელს, 300-მდე ქალი, რომელმაც პროფესიული გადამზადება გაიარა, დასაქმდა სხვადასხვა ადგილობრივ ბიზნესში. ქალების მიერ შემუშავებული 41 ადგილობრივი პროექტიდან 22-მა სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. 14 ქალმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო,“ - თქვა ნათია ნაცვლიშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელმა.

კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ვიზიტის მსვლელობაში გაიმართა მსჯელობა სოფლად მცხოვრები ქალების წინაშე მდგომი გამოწვევების შესახებ. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და საქართველოს წინსვლაზე გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.

„გენდერული თანასწორობა საქართველოს წარმატებისა და მდგრადი განვითარების ერთერთი საკვანძო წინაპირობაა. ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ გასული წლების მანძილზე და განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას არსებული გამოწვევების დასაძლევად,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.

ვიზიტი კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება.

კაჭრეთში გატარებული დღე იზაბელ დინგიზიანის, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ნაწილია, რომელიც საქართველოს პარლამენტის მოწვევით გაიმართა.

საკონტაქტო ინფორმაცია
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამუნა დათუაშვილი, შვედეთის საელჩო საქართველოსა და სომხეთში, +995 599 905577, tamuna.datuashvili@gov.se
  • ანა წურწუმია, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, +995 599 239068, atsurtsumia@parliament.ge

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი