გენდერული თანასწორობა, როგორც მდგრადი განვითარების ქვაკუთხედი

Tue Mar 13 00:00:00 EDT 2018

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე, საქართველოსა და მონღოლეთის დელეგაციები, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, წარადგენენ მათი ქვეყნების გამოცდილებას გენდერული თანასწორობის მიღწევისა და სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერების საკითხებში.

ნიუ იორკი, აშშ. 12 მარტი 2018 - გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროში საქართველოსა და მონღოლეთის წარმომადგენლობების ინიციატივით, გაიმართა სპეციალური ღონისძიება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვისა და გაძლიერების სფეროში. 

ღონისძიებას გაუძღვნენ კახა იმნაძე - გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, და მუნკჰუუ ოიუნჩიმეგი - გაეროში მონღოლეთის წარმომადგენლობის წევრი.

მსჯელობის მონაწილეებს მიმართეს პატრიკ კოლერმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობისა და მშვიდობის შენების კლასტერის დირექტორმა, და ნილს სკოტმა - გაეროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.  

„განვითარება ვერ იქნება მდგრადი, თუ ის არ ეფუძნება გენდერული თანასწორობას, ქალთა გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ყველა დონეზე - ცენტრალური ხელისუფლებიდან სოფლის სათემოებამდე. ეს ჭეშმარიტება ცხადად დაგვანახა როგორც ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის პროცესმა, ასევე 2030 გლობალურმა დღის წესრიგმა,“ - განაცხადა ნილს სკოტმა. 

თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა აუცილებელი წინაპირობაა ყველა დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ყველა ქალის, მათ შორის, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების, უფლებების დასაცავად. 

„საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ამის ერთ-ერთი გზა გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობის მიღება და ყველა დონეზე  ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვაა. უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი  სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების შესაძლებლობაზე იმსჯელებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა 30 პროცენტამდე გაიზრდება,“ - თქვა თამარ ჩუგოშვილმა. 

სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა ქეთევან ხოდაშელმა, ქალთა უფლებების დამცველმა და კატო მიქელაძის პრემიის 2017 წლის მფლობელმა. 

„ოჯახების, თემებისა და სოფლების კეთილდღეობა ქალების შრომაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, მათი უფლებები კვლავაც დაუცველია, ხოლო მათი ხმა საკმარისად  არ ისმის გადაწყვეტილებების მიღების დროს. სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერება და მათი უფლებების დაცვა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხი როდია. ეს ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და წინსვლის საწინდარია“, - განაცხადა ქეთევან ხიდაშელმა. 

მსჯელობაში ასევე მიიღო მონაწილეობა ნეპალის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, განაშიამ ოჯიამ, რომელმაც ადგილობრივ და ფედერალურ არჩევით თანამდებობებზე ქალთა მონაწილეობის გაზრდის სფეროში ნეპალის გამოცდილებაზე ისაუბრა.    

სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერება გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიის მთავარი თემაა. სესიის მუშაობა ნიუ იორკში 12 მარტს დაიწყო და 23 მარტამდე გაგრძელდება. ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია გაეროს ყველაზე დიდი და წარმომადგენლობითი ორგანოა გენდერული თანასწორობის დაცვის სფეროში. კომისიის ყოველწლიურ სესიებში მონაწილეობას იღებენ წევრი ქვეყნების მთავრობების, სამოქალქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ისევე როგორც გაეროს პარტნიორები და აქტივისტები. 

საკონტაქტო ინფორმაცია
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
  • ანა წურწუმია, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, +995 599 239068, atsurtsumia@parliament.ge

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი