საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით უფრო ინტენსიური გახდება

Mon Mar 05 00:00:00 EST 2018

ფოტოს ავტორი: დარo სულაკაური/UNDP

2018-2020 წლებში საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ევროპასთან ინტეგრაციის სფეროში კიდევ უფრო აქტიური გახდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2018 წლის 5 მარტს წარადგინა, დეტალურად აღწერს კომიტეტის საქმიანობას მომავალი სამი წლის მაძილზე და ხაზს უსვამს ეფექტიანობის გაზრდას იმ სტრატეგიული მიზნების მიღწევაში, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს უკავშირდება.  

პარლამენტის კომიტეტის სამოქმედო გეგმა ეყრდნობა 2017 წელს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ჩატარებულ შეფასებას, რომელშიც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის საჭიროებები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საზოგადოებას ასევე გააცნო 2017 წელს განხორციელებული აქტივობები როგორც საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის სფეროში, ასევე საპარლამენტო დიპლომატის, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შესრულებული და სამომავლო საქმიანობის საჯარო წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნეს ირაკლი კობახიძემ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, და თამარ ხულორდავამ - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კარლო ნატალემ - ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, და ნათია ნაცვლიშვილმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოქმედმა მოადგილემ.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გამტკიცებას ემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია
  • ანა გოჩაშვილი, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი, +995 599 999908,  agochashvili@parliament.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი