2025 წლისათვის მუნიციპალიტეტების ჯამური ფინანსური რესურსი მთლიანი შიდა პროდუქტის 7% გახდება

Mon Mar 05 00:00:00 EST 2018

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა მეტ შესაძლებლობებს ანიჭებს ადგილობრივ ხელისუფლებას როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე ფინანსური რესურსების განკარგვის საკითხებში.

ახალი კონცეფციის წარდგენა 2018 წლის 5 მარტს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით გაიმართა. დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ხედვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრეს.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, არად ბენკომ - ავსტრიის ელჩმა საქართველოში, ლუკას ბეგლინგერმა - შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, და კახა კალაძემ - ქ. თბილისის მერმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კონცეფციაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ახალი ხედვის შესაბამისად განხორციელდება.

„ფისკალური დეცენტრალიზაციის შედეგად საგრძნობლად გაიზრდება თვითმმართველობის ბიუჯეტი, რაც შესაძლებლობას მისცემს მას, ეფექტურად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, აამაღლოს ადგილობრივ საჯარო მოხელეთა პროფესიული დონე, მეტი და უკეთესი მომსახურება მიაწოდოს მოსახლეობას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ხედვით იწყება თვისებრივად ახალი ეტაპი საქართველოს თვითმმართველობის განვითარებაში, რაც საგრძნობლად გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„2025 წლისათვის კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა. ამის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7-8 პროცენტს დახარჯავენ, რაც მისცემს მათ ყველა აუცილებელ ბერკეტს ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.

„ძლიერ და ეფექტურ თვითმმართველობას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებისა და სერვისების დაახლოება მოქალაქეებთან, მორგება მათ მოთხოვნებზე და ადამიანთა უშუალო ჩართვა გადაწყვეტილების მიღებისა და მმართველობის პროცესში. ახალი ხედვის შემუშავებით საქართველო სწორედ ამ სტანდარტს უახლოვდება“, - თქვა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენას მოჰყვება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელსაც  საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს. 

საკონტაქტო ინფორმაცია
  • ანა გოჩაშვილი, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი, +995 599 999908, agochashvili@parliament.ge
  • ქეთი გიორგობიანი,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, +995 599 226579, k.giorgobiani@mrdi.gov.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი