ქუთაისში კორუფციასთან ბრძოლის ინოვაციური მეთოდოლოგია დაინერგება

Tue Feb 27 00:00:00 EST 2018

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

2018 წლის 27 თებერვალს ქუთაისმა საკუთარი ანტი-კორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღო. ქუთაისი საქართველოს პირველი ქალაქია, სადაც კორუფციას ადგილობრივ სპეციფიკაზე მორგებული ინოვაციური მეთოდით გაუმკლავდებიან.

ანტი-კორუფციული საქმიანობა წარიმართება ინოვაციური მოდელის - Islands of Integrity - გამოყენებით, რომლის შემუშავებაში ქალაქს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება. ქუთაისთან ერთად მსგავსი ინიციატივები შავი ზღვის რეგიონის სხვა ქალაქებშიც ხორციელდება.

ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ხაზი გაუსვა, რომ ინოვაციური მოდელის გამოყენების შედეგად ქუთაისი შეძლებს როგორც კორუფციის პრევენციას, ასევე სავარაუდო კორუფციულ ტენდენციებთან გამკლავებას.

„ეს მოდელი შესაძლებლობას გვაძლევს აღმოვაჩინოთ კორუფციის საფრთხე მუნიციპალიტეტის საქმიანობის ყველა სფეროში, მათ შორის ბიუჯეტირებაში, შესყიდვებში და ადამიანური რესურსების მართვაში“, - განაცხადა ქუთაისის მერმა.

ანტიკორუფციული მეთოდოლოგია Islands of Integrity განკუთვნილია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებისათვის და მიზნად ისახავს პოლიტიკასა და საორგანიზაციო სისტემებში კორუფციის შესაძლებლობების გამოვლენას და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებას.  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული წარმომადგენლობა 2015 წლიდან ხელს უწყობს ამ ახალი მეთოდოლოგიის დანერგვას აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და თურქეთის 30-ზე მეტ ქალაქში.

„ანტი-კორუფციული სტრატეგიის მიღებას კონკრეტული ქმედებები უნდა მოჰყვეს, რაშიც ქუთაისის მუნიციპალიტეტს გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარება. ჩვენი ხელშეწყობა ტექნიკურ დახმარებას და რეგიონული გამოცდილების გაზიარებას მოიცავს. იმედი გვაქვს, რომ ქუთაისის წარმატებული მაგალითი საქართველოს სხვა ქალაქებსაც გამოადგება,“ - აღნიშნა მაია ბიბილეიშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომელმა.

ქუთაისის ინიციატივა საპილოტე პროექტია, რომელსაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კორუფცის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტები დააკვირდებიან და ქუთაისის გამოცდილებას რეგიონის სხვა ქალაქებში გაავრცელებენ.

საკონტაქტო ინფორმაცია

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი