1.7 მილიონი ადამიანი საქართველოში უკეთ იქნება დაცული კლიმატური საფრთხეებისგან

Tue Feb 27 00:00:00 EST 2018

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ადრეული შეტყობინების ახალი პროექტის მეშვეობით, 1.7 მილიონი ადამიანი საქართველოში დაცული იქნება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მრავალმხრივი საფრთხეებისგან

2018 წლის 27 თებერვალს საქართველომ მიიღო 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მრავალმხრივ კლიმატურ საფრთხეებთან დაკავშირებული რისკების შემცირების, პრევენციისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. პროგრამა დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შეუწყობს ხელს.   

საქართველო. 27 თებერვალი 2018 – კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) დაამტკიცა ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და 1.7 მილიონი ადამიანის უკეთ დაცვას წყალდიდობისა და წყალმოვარდნისაგან, გვალვისგან და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები ერთგვარი ხელისშემშლელი ფაქტორია  შევამციროთ გარემოსდაცვითი რისკები.  ახალი პროგრამის მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ უკეთ დავიცვათ საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი დამანგრეველი წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებისგან“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

შვიდ წელზე გათვლილი 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა, „საქართველოში მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება“, განხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. მისი დაფინანსება შედგება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტისგან (27 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილისგან (38 მილიონი აშშ დოლარი) და შვეიცარიის მთავრობის გრანტისგან (5 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამის უშუალო განმახორციელებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

საქართველოში ჩატარებული შეფასებებისა და პარიზის შეთანხმებაში „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (INDC) დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს არ გაატარებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ზომებს, მისი ზარალი 2021 – 2030 წლებში 10-დან 12-მდე მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ამავე შეფასებით, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ზომების ღირებულება დროის ამავე პერიოდში 1.5-2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

“კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობაში ინვესტირება მომგებიანია როგორც ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. საქართველოში რისკების მართვა კვლავაც რეაქტიულ ხასიათს ატარებს და უკვე გამოვლენილ რისკებზე რეაგირებას მოიცავს. ასეთი მიდგომა განაპირობებს მაღალ ხარჯებს ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა კომპენსაციებზე და კატასტროფის შემდგომ აღდგენაზე, ისევე როგორც ეკომიგრანტების რიცხვის ზრდას. პროექტის განხორციელების შედეგად, კლიმატური საფრთხეების მართვის პარადიგმა შეიცვლება რისკის შემცირების, პრევენციისა და მზაობის მიმართულებით,” - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ახალი პროექტის მიზანია საქართველოში მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვა წარსულში განხორციელებული წარმატებული ინიციატივების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადაპტაციის ფონდის მიერ მდინარე რიონის აუზში შესრულებული პროექტია, რომლის  ფარგლებში მოხდა მაღალი რისკის მქონე რეგიონებში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით შემუშავებული განვითარების პოლიტიკისა და მოსახლეობის ადაპტაციის ზომების გამოცდა.

მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოსთვის გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობა კლიმატური ინფორმაციის გაუმჯებესებისა  და ადრეული შეტყობინების სისტემის სრულყოფის საიმედო შესაძლებლობაა. საქართველომდე კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსება მალავის  რესპუბლიკამ და უგანდამ მიიღეს. ორივე ქვეყანაში კლიმატურ რისკებთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელებამ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, სიღარიბის შემცირება და სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესება გამოიწვია.

ადაპტაციის ფონდის (AF), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს კლიმატური ინფორმაციისა და ადრეული შეტყობინების სისტემების განვითარებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მხარს უჭერს რისკების შესახებ ინფორმაციაზე დაფუძნებული სამოქალაქო ინვესტირების დაგეგმვას.

„კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირება საქართველოს ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტია გლობალური მიზნების მიღწევისა და 21-ე საუკუნის შესაბამისი განვითარების გზაზე. გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა  საქართველოში.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი