საქართველო საკანონმდებლო ღიაობას ზრდის

Mon Feb 05 00:00:00 EST 2018

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 24 ვალდებულებიდან 13 სრულად, ხოლო 11 კი ნაწილობრივ შეასრულა. 2017 წლის მიღწევებს შორისაა პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის ინიცირება და ელექტრონული პეტიციების სისტემის ამოქმედება. ღია პარლამენტის ვალდებულებების შესრულება 2018 წელს გაგრძელდება.

ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა 5 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე შედგა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო  საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2017 წლის შედეგები წარადგინა ირინა ფრუიძემ, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

„გასულ წელს მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობისა და ღიაობის მიმართულებით. 2018 წელს, ჩვენი პრიორიტეტი იქნება მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა  და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოს პარლამენტის ახალი ვებგვერდი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება, ინოვაციური შესაძლებლობებს მისცემს მოქალაქეებს ინფორმაციის მარტივად მოძიებისათვის და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა ირინა ფრუიძემ.

სოფი ჰუე გერიშიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგისა და ზედამხედველობის როლს საკანონმდებლო ღიაობის გაზრდის პროცესში.

„ღია პარლამენტი აძლიერებს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებასა და  გამჭვირვალობას. იგი ასევე დამატებით შესაძლებლობებს ქმნის სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორსა და მოქალაქეებთან თანამშრომლობისათვის“, – განაცხადა ჰუე გერიშიმ.

ღია პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წელს საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის როლს ასრულებს და 2018 წლის ივლისში OGP-ის მეხუთე ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს.

ქეთევან ცანავამ, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა და საქართველოს ღია მმართველობის კოორდინატორმა, გააცნო შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მიღწევები OGP-ის ვალდებულებების შესრულების პროცესში და გლობალური სამიტისათვის მზადებაზე ისაუბრა.

საკონტაქტო ინფორმაცია
  • ანა გოჩაშვილი, საქართველოს პარლამენტი, +995 599 999908, agochashvili@parliament.ge 
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu 
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მერი მახარაშვილი, IDFI, +995 599 500137, m.makharashvili@idfi.ge 

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი