მომავალი = შენ, საქართველო გლობალური მიზნების გარშემო ერთიანდება

Sun Sep 24 00:00:00 UTC 2017

ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქ რუსთავის პარკში 2017 წლის 24 სექტემბერს გლობალური მიზნების ფესტივალზე „მომავალი = შენ“. ინიციატივის ორგანიზატორი იყო გაერო საქართველოში ქალაქ რუსთავის მერიასთან  და გაეროს ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.

“მდგრადი განვითარების მიზნები უკანასკნელი შანსია გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა და შევქმნათ მდგრადი მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის. ამ გლობალური მიზნების მისაღწევად ჩვენ ვერთიანდებით საქართველოს ხალხთან და გაეროს პარტნიორებთან მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. დღევანდელი ფესტივალით ყველას მოვუწოდებთ დაუყოვნებელი ქმედებისაკენ”, – განაცხადა ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში.

გლობალური მიზნების ფესტივალი დატვირთული იყო გაეროს სააგენტოების მიერ ინიცირებული თვალსაჩინო და ინტერაქტიული ღონისძიებებით, რომლებმაც საზოგადოებრივი ყურადღება მიაპყრო მდგრადი განვითარების ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, მშვიდობა და თანასწორობა.

ფესტივალი გაიხსნა სტრიტ არტის დღით, რომლის მსვლელობაში ცნობილმა ქართველმა არტისტებმა შექმნეს ორიგინალური კომპოზიციები გლობალური მიზნების თემაზე რუსთავის პარკში მდებარე საზაფხულო თეატრის კედლებზე.

დღის ბოლოს ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, წარადგინა გაეროს კეთილი ნების ელჩები მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში: გელა ჩარკვიანი - მწერალი და პუბლიცისტი, ნინო სუხიშვილი - ქართული ნაციონალუური ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, და ირმა ხეცურიანი - მსოფლიოს ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში.   

ფესტივალის დასასრულს გაიმართა კონცერტი ნიაზ დიასამიძის, 33ა-ს, იოანე არაბულისა და სუხიშვილების სტუდიის მონაწილეობით. ფესტივალის დასკნით ღონისძიებას გაუძღვა ცნობილი მსახიობი - კახა კინწურაშვილი.

გლობალური მიზნების ფესტივალმა „მომავალი = შენ“ მრავალი მხარდაჭერი და გულშემატკივარი გააერთიანა. მათ შორის, გაეროს სააგენტოები საქართველოში, ქალაქ რუსთავის მერია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), შვედეთის მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები - EdgeRyders და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოხალისეთა (UNV) ერთობლივი პროექტი FutureMakers.

საქართველოში ჩატარებული ფესტივალი დაემთხვა გლობალური მიზნების მსოფლიო კვირეულს: Future in Focus, რომელიც გაიმართა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად მდგრადი განვითარების იდეის გარშემო გაერთიანების მიზნით.

საკონტაქტო ინფორმაცია
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchirtchinadze@undp.org, +995 599 1976907
  • ქეთევან გიოშვილი, UN საქართველო, ghioshvili@un.org, +995 599 532268
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, magdalena.nowakowska@undp.org, +995 598 822544
  • ირინა სულავა, UNDP საქართველო, irine.sulava@undp.org, +995 599 579105

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი